დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებაში დაბრუნება განიზრახა: საქართველოს ყოფილი ლიდერი უკრაინიდან პრეზიდენტთან კონფლიქტის გამო იყო გაძევებული 23.04.2020 12:12

ბრიტანულმა „ფაინენშელ თაიმს“-მა («Financial Times») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებაში დაბრუნება განიზრახა: საქართველოს ყოფილი ლიდერი უკრაინიდან პრეზიდენტთან კონფლიქტის გამო იყო გაძევებული“ (ავტორი - რომან ოლერაჩიკი), რომელშიც განხილულია ყოფილი ქართველი ლიდერის კარიერის პერსპექტივა. გთავაზობთ მასალას მცირე შემოკლებით:


„მიხეილ სააკაშვილს, საქართველო ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად თავისი ქვეყნიდან არის გაქცეული, განზრახული აქვს უკრაინის პოლიტიკაში დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრის მოადგილის სტატუსით, რომლის ფუნქციებში შევა მთავრობის სტრუქტურების რეფორმირება. ეს დანიშვანა, თუ მას უკრაინის პარლამენტი 24 აპრილს დაამტკიცებს, საქართველოს ექს-მეთაურის შთამბეჭდავი რეაბილიტაცია იქნება. მან უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო და მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. მოგვიანებით, პრეზიდენტსა და გუბერნატორს შორის განხეთქილება მოხდა და მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გაძევებული იქნა.


მიხეილ სააკაშვილის კარიერა, რომელსაც საქართველოში პრეზიდენტის პოსტი 2004-2013 წლებში ჰქონდა დაკავებული, გამოირჩევა როგორც მის ქვეყანაში რეფორმების წარმატებული გატარებით, ასევე რუსეთთან ომით და თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან გამწვავებული კონფლიქტით - თბილისშიც და კიევშიც.


უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დანიშვნის წინადადება მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ შესთავაზა. ვიცე-პრემიერის კანდიდატურა ხუთშაბათს ვერხოვნა რადამ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. როგორც ცნობილია, ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს შარშან უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა. გავიხსენოთ ისიც, რომ დრემდე საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა რამდენჯერმე წარუმეტებლად სცადა უკრაინის პოლიტიკაში დაბრუნება.


„ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტ ზელენსკის შემოთავაზება უკრაინის მთავრობის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნის შესახებ, რეფორმების გატარების სფეროში“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკში. მან აღნიშნა, რომ გაბედული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რატა უკრაინამ ეკონომიკური კრიზისი ნაკლები დანაკარგებით დასძლიოს.


ვლადიმერ ზელენსკის პარრტიის „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო დეპუტატები, რომლებთაც ვერხოვნა რადაში კონსტიტუციური უმრავლესობა აქვთ, განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის საკიტხის განხილვას ხუთშაბათს დაიწყებენ.


პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, რომელიც ყოფილი კომიკოსია და რომელიც უკრაინის მეთაურად შარშან გაზაფხულზე აირჩიეს, თავისი გადაწყვეტილების კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია. ამჟამად უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიხალია, ყოფილი რეგიონული ჩინოვნიკი, იგი მთავრობის ხელმძღვანელად გასულ თვეში დაინიშნა. სწორედ მისი მოადგილე იქნება მიხეილ სააკაშვილი.


ეს სამთავრობო ცვლილება ხორციელდება იმ მომენტში, როცა უკრაინა კორონავირუსის გავრცელების პიკს და ეკონომიკის რეცესიას ელოდება. ექსპერტთა ვარაუდით, ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება 8%-ით შემცირდეს. სხვათა შორის, უკრაინის ეკონომიკის ზრდის ტემპები ბოლო წლებში ნელ-ნელა მატულობდა 2014-15 წლების კვეთრი 16,4%-იანი ვარდნის შემდეგ, მაგრამ დღეს კიევს საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან და მსოფლიოს სხვა საფინანსო ინსტიტუტებისაგან ათ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების მიღება სურს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა ფეისბუქკის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, მისი გამოცდილება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაშიც იქნება გამოყენებული უკრაინის სასარგებლოდ.


მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება უკრაინის დიდ პოლიტიკაში ბევრისთვის კიევში მოულოდნელი აღმოჩნდა. „ბიზნეს-საზოგადოება საკმაოდ გაოცებულია პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ეს, როგორც ჩანს, იმას ნიშნავს, რომ ვლადიმერ ზელენსკი ცდილობს ისეთი გამოცდილი კანდიდატები იპოვოს, როლებიც რეფორმების გატარების პროცესს უხელმძღვანელებენ“, - აღნიშნა უკრაინის ბიზნესწრეების ცნობილმა წარმომადგენელმა „ფაინენშელ თაიმს“-თან საუბარში, ანონიმურობის დაცვით. „ჩვენ ყველას გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის წარსული და ახლა იქნებ მთავრობა უფრო მეტად ამოძრავდეს. უბრალოდ, ჯერ კარგად ვერ გავრკვეულვართ, რასთან მიგვიყვანს ეს ყველაფერი“, - დაამატა მან.


2003 წლის შემოდგომაზე მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შედეგად საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩეულმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის რეფორმირების გამო საერთაშორისო ქება დაიმსახურა, მაგრამ თავის მმართველობის დროს მან რუსეთთან 2008 წლის ხანმოკლე ომის შედეგად ქვეყნის ორ რეგიონზე კონტროლი დაკარგა.


მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან მას შემდეგ გაიქცა, როცა მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ხელისფლებაში მოვიდნენ და მის მიმართ კორუფციის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და გამოძიება დაიწყეს. სულ მალე საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინელ პოლიტიკოსად გადაიქცა: პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და შავი ზღვის ნაპირზე მდებარე ნავსადგურის - ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა.


მიხეილ სააკაშვილი გუბერნატორის თანამდებობა 2016 წელს დატოვა და სათავეში ჩაუდგა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო მოძრაობას. იგი პეტრო პოროშენკოს კორუფციასა და რეფორმების გაჭიანურებაში ადანაშაულებდა. ამის საპასუხოდ პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის პასპორტი ჩამოართვა და ქვეყნიდან მისი დეპორტაცია მოახდინა. საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი ქვეყნიდან მეორედ მას შემდეგ გააძევეს, როცა მან და მისმა მხარდამჭერებმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი უკანონოდ გადალახეს და ამით კანონი დაარღვიეს.


წყარო: https://www.ft.com/content/a633cc1e-e15c-4222-a5e0-7c991dda40ff


მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ