23.04.2020 15:40
ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
"მთავრობას მივმართავ: კანონი ყველასათვის კანონია.
მე მესმის, როცა მოსახლეობის მოთხობნები ან პროტესტის ცალკეული შემთხვევები, მაგრამ 5-6 სოფელში ერთდროულად პროტესტის დაწყება, შემდეგ მათი წარმართვა ერთი გეოგრაფიული წერტილისკენ, ერთიანი მიზნით თავისით არ ხდება.
მარნეულის გუშინდელი აქცია იყო ორგანიზებული და მიზნად ისახავს ერთი მხრივ ხელისუფლების კბილის მოსინჯვას, მეორე მხრივ ეპიდემიის აფეთქებას.
ეს ყველაფერი ხდება საინფორმაციო ომის ფონზე, რომლის ერთ-ერთი თემაა კორონავირუსის არსებობის კითხვის ქვეშ დაყენება. რატომღაც ეს ომი, მეტწილად რუსელ ენაზეა. აქაურნა მხარდამჭერებმა უკვე მარნეულის თემაც მიაბეს.
მარნეულის ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება წაახალისებს შემდგომ ქაოსს, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რიგორც პოლიტიკურ სტაბულილურობას, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი სახეზეა.
ამავე დროს, უნდა გაარკვიოთ და მოიკვლიოთ ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზიები. მაგალუთად ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში გუშინ მწვანილი არ იყო. რატომ?
ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან თუ ბევრი გაკეთდა ამ თვეებში, ადგილობრივი ხელისუფლებები, რიგორც ჩანს, მოიკოჭლებენ.
გუბერნატორების და მუნიციპალიტეტების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ადგილობრივი ნაწარმის რეალიზაციაზე ზრუნვა. ამ საკითხში გუბერნიებმა ერთმანეთთანბუნდა ითანამშრომლონ. ვისაც არ შესწევს უნარი საგანგებო სიტუაციებისას თავი გაართვან ასეთ გამოწვევებს, აკონტროლონ სიტუაცია, მართონ პროცესები (ყველაფერს კაბინეტიდან ვერ დაინახავ, წინა ხაზზეც უნდა გახვიდე) სასწრაფო ზომებია მისაღები,"- წერს ის.