დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ადამიანების კლასიფიკაცია კორონავირუსთან მათი დამოკიდებულების მიხედით 23.04.2020 16:12

გელა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"ადამიანების კლასიფიკაცია კორონავირუსთან მათი დამოკიდებულების მიხედით:

1. ეგოისტები: "მკიდია, ჯერ 60 წლის არ ვარ."

2. შეშფოთებულები: "ყველაფერი იმაზე გაცილებით უარესად არის, ვიდრე თქვენ ფიქრობთ."

3. პანიკიორები: "ყველანი მოვკვდებით! ქვეყნიერების აღსასრული ახლოსაა! სასწრაფოდ შევიძინოთ "ტუშონკა", "სგუშონკა" და ტუალეტის ქაღალდი!"

4. ანტიპანიკიორები: "პანიკიორებით ვართ გარშემორტყმული."

5. მათემატიკოსები: "ვირუსი ვრცელდება მაჩვენებლიანი ფუნქციის მიხედვით" ან "სულ ინფიცირებულია მოსახლეობის 0 მთელი და რაღაც ჯანდაბა მეათედი პროცენტი."

6. ვირუსოლოგები:" ვირუსი გაცილებით უარესია ვიდრე გრიპი " ან " ვირუსი ბევრად უსაფრთხოა ვიდრე გრიპი ".

7. რასისტები: "ვირუსი მხოლოდ ჩინელებს ემართებათ" ან "ყველაფერში დამნაშავე ჩინელები არიან."

8. საჯაროობის მოყვარულნი: ყოველ 10 წუთში პოსტავენ თუ როგორია მათი ჯანმრთელობა და როგორ გრძნობენ თავს.

9. რისკის მოყვარულები: "ახლა მივდივარ მეტროში, თუ ცოცხალი გადავრჩი, რეზულტატებს გაცნობებთ."

10. იუმორისტები: "კორონავირუსი საზღრის გადმოკვეთისას გადაიქცევა რესპირატორულ ვირუსად."

11. იუმორზე აცრილები: "როგორ ბედავთ ხუმრობას, როდესაც ადამიანები იხოცებიან?".

.12. ოპოზიციონერები: "მთვრობის რეაგირება ძალიან დაგვიანებულია" ან "ვირუსთნ ბრძოლაში მთავრობა ხელყოფს უფლებებსა და თავისუფლებებს."

13. ლოიალურები: "მთვრობა ყველაფერს სწორად აკეთებს, შემიძლია მხოლოდ შევაქო კარგი მუშაობისთვის."

14. აპოკალიფსის მოწმეები: "პლანეტა სუფთავდება იმ ნაგვისგან, რომელსაც კაცობრიობა ეწოდება."

15. ეკონომისტები: "ძირითად დარტყმას განიცდის ეკონომიკა."

16. რევოლუციონერები: "ეს არის კაპიტალიზმის დასასრულის დასაწყისი."

17. მიზანთროპები: "როგორც იქნა შესაძლებელია დავისვენოთ და არ ვუყუროთ ამ წყეულ მასას."

18. ინტროვერტები: "იჯდე სახლში და არავისთან იურთიერთო? ძლივს საჭირო გახდა ის, რასაც სრულყოფილად ვფლობ."

19. სტატისტიკოსები: "გზებზე ყოველწლიურად იხოცება ამდენი და ამდენი ადამიანი, გრიპით კვდება მილიონობით, მაგრამ ეს ყველას კიდია."

20. შეთქმულების თეორიის მიმდევრები: "ესაა შეთქმულება მასონების/რეპტილოიდების/ტუალეტის ქაღალდის მწარმოებლების/ვირუსებზე მემებისა და გიფების  შემქმნელების."

21. სხების დამაწყნარებლების: "დიახ, საქმე ცუდადაა, მაგრამ ვფიქრობ, ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადავიტანოთ - შეხედეთ რა ლამაზი ფისუნიაა."

22. საკუთარი თავის დამაწყნარებლები: "მე არ ვარ პანიკაში, 500 რულონი ტუალეტის ქაღალდი, 300 კილო წიწიბურა და 200 ქილა "ტუშონკა" სულერთია როდესღაც დამჭირდება და ბინასაც მილამაზებენ."

23. ისინი, ვისთვისაც ომი - მშობელი დედაა: "უნიკალური დაცვა კორონავირუსისაგან, სულ რაღაც 5000 ლარად."

24. ჯანსაღად მოაზროვნე: "ვირუსი - არაა კატასტროფა, მაგრამ არც ის, რასაც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. საჭიროა დავიცვათ შემოთავაზებული უსაფრთხოების ზომები და არ დავარღვიოთ კარანტინი, რათა შევამციროთ ინფიცირების რისკი და შესაბამისად დატვირთვა ჯანდაცვის სიტემაზე."

25. ისინი, რომლებიც კორონავირუსთან დამოკიდებულების მიხედვით ადამიანთა კლასიფიკაციას ახდენენ.

ვგონებ, ყველა მითითებულია. თუ არსებობს კიდევ - დაწერეთ!

- - - - - - - - - - - - - - - - - - - 

ჩემი შედგენილი არ გეგონოთ, ერთ-ერთი უკრაინული ჯგუფიდან გადმოვწერე და გადმოვაქართულე, ასე რომ შენიშვნებს მხოლოდ თარგმანითვის მივიღებ  ადრე ფრენდის შედგენილი  ფეისბუქმომხმარებლების  კლასიფიკაცია გავაზიარე და ერთმა ქალმა ჯერ მიმალანძღა, არ გრცხვენია, ჩემზე ასე რომ ფიქრობო და მერე მიმბლოკა ისე, რომ ვერც გავიგე, რომელ კლასტერში მოიაზრა თავი,"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ