დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ზელენსკის მმართველობის პირობებში უკრაინაში ხელშესახები ცვლილებები არ მომხდარა - ამის გადასაფარად სჭირდებათ სააკაშვილი, რომ რეფორმების იმიტაცია შექმნან“ 23.04.2020 22:48

ზაალ ანჯაფარიძის პოსტი:

 

„ხვალ იგეგმება სააკაშვილის მოსმენა უმაღლეს რადაში, მმართველი პარტიის ფრაქციაში და ამის შემდეგ გადაწყდება ვიცე-პრემიერად მისი წარდგენის საკითხი. ამ საკითხზე ვესაუბრე უკრაინის სამოქალაქო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელს. როგორც მითხრეს, ქვეყანაში იმდენად მწვავედ დგას კვალიფიციური კადრების პრობლემა, რომ ლამის ძალით შეათრიონ მეტნაკლებად მომზადებული ხალხი სახელმწიფო სტრუქტურებში. პრაქტიკულად ყველა მათგანი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს სააკაშვილის შესაძლო დანიშვნის გადაწყვეტილებას. ისინი თვლიან, ალბათ არცთუ უსაფუძვლოდ, რომ ზელენსკის მმართველობის პირობებში უკრაინაში არავითარი ხელშესახები ცვლილებები არ მომხდარა. შესაძლოა ამის გადასაფარავად სჭირდებათ სააკაშვილი, რომ რეფორმების იმიტაცია შექმნან. მოკლედ, ჩემი კოლეგების აზრით, სააკაშვილის დანიშვნით ზელენსკი საკუთარ თავს ხაფანგს დაუგებს. შესაბამისად, ვიდრე დანიშვნა არ მომხდარა, იქნებ ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ მკვეთრი განცხადებებისგან. შუბების მტვრევას მერეც მოასწრებენ, თუკი დაინიშნა. და ბოლოს, ამისგან ტრაგედიის შექმნა ნამდვილად არ ღირს.“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ