დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თუთუნის შენახვა, გადაზიდვა და რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინა და ოთხი პირი პასუხისგებაში მისცა 24.04.2020 11:22

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ოთხი ფაქტი, რაზეც, ბრალდებულის სახით,  ოთხი პირი პასუხისგებაში  მისცეს.


საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი  ჯამში 150 კილოგრამზე მეტი უაქციზო თუთუნი, რომლის საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს აღემატება.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ