დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„პენსიონერები დამოკიდებული იქნებიან არა ამა თუ იმ მთავრობის სურვილსა და გადაწყვეტილებაზე, არამედ, 2021 წლიდან პენსიის ზრდა გარანტირებული იქნება ჩვენი კანონმდებლობით“ 24.04.2020 23:37

2020 წელს უკვე მიღებული გვქონდა გადაწყვეტილება, ზაფხულში 70 წელს გადაცილებულებს 30 ლარით ემატებოდათ პენსია. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილ ვითარებაში ბიუჯეტი 3, 9 მილიარდი ლარით ნაკლებს მიიღებს, მაინც გამოვნახეთ პენსიის მომატების შესაძლებლობა , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მას ასევე აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივის თანახმად, 2021 წელს 1 იანვრიდან, პენსიონრებს კვლავ მოემატებათ პენსია და სამომავლოდ თანხის ზრდის მაჩვენებელს კანონმდებლობა განსაზღვრავს. „ინიციატივა მდგომარეობს იმაში, რომ პენსიის ყოველწლიური ზრდა მიბმული იქნება ინფლაციის დონეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პენსიის მატება ინფლაციის დონეზე მეტი იქნება, ხოლო 70 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის, გარდა ინფლაციის დონისა, პენსია ეკონომიკური ზრდის 80 % -ის მაჩვენებლითაც იქნება დაკორექტირებული, რაც მათთვის განისაზღვრება დაახლოებით 25 ლარით. პენსიონერები დამოკიდებული იქნებიან არა ამა თუ იმ მთავრობის სურვილსა თუ გადაწყვეტილებაზე, არამედ პენსიის ინდექსაციის რეჟიმი გათვალისწინებული იქნება უკვე ჩვენი კანონმდებლობით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

მინისტრის კომენტარს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ