დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

"რასთან გვაქვს საქმე, კრიტიკა კრიტიკისთვის, თუ ზეწოლა ეკონომიკისთვის მავნე გადაწყვეტილების მიღების მიზნით?!" 25.04.2020 13:20

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"ძალიან ბევრი არაკვალიფიციური და არაადეკვატური კომენტარი მოვისმინე გუშინ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით.

გეგმა ალბათ არაა იდეალური, თუმცა არც პროფესიონალური კრიტიკა მომისმენია.


მეტიც, წინასწარ პროგნოზირებადი შეფასებები კეთდება. როგორც მოსალოდნელი იყო, დაუკავშირეს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს, რადგან დახმარებები, თურმე, 6 თვეზეა გაწერილი და არა 2-3 თვეზე.


ამ გეგმის კრიტიკის გამო, სოციალურ ქსელში, ბევრმა გაიხსენა 2008-2009 წლის კრიზისი, როცა საქართველომ მრავალმილიარდიანი დახმარება და დაბალპროცენტიანი სესხი მიიღო, ხოლო მოსახლეობას ერთი თეთრი დახმარება არ გაეწია.


იმის გამო, რომ ამჟამად ე.წ. პოლიტპატიმარმა (ასე მიიჩნევს ოპოზიცია, მის მიერ ერთ დროს სამშობლოს ღალატში ბრალდებულს) და მისმა ე.წ. გენშტაბის უფროსმა ასობით ოფიცერი და გენერალი ჯარიდან გაუშვა, მეც კერძო სექტორში აღვმოჩნდი და მაგ წლებში რესტორნის სფეროთი ვიყავი დაკავებული.


ჰოდა, მოგახსენებთ:

- საგადასახადო ან საშემისავლო შეღავათი - 0;

- სესხის გადავადება - 0;

- სესხის % - ასტრონომიული (ვის გახსოვთ რამდენი იყო წლიური %?);

- სამუშაო დაკარგულებს დახმარება - 0;

- გადასახადების შემცირება - 0 და ა.შ.


სამაგიეროდ, კირუფციული სქემების და დამატებითი, კონკრეტული ბიზნესჯგუფისთვის განხორციელებული დამატებითი რეგულაციების გამო, 2010-11 წლებში 7 ლარიანი ხორცი ერთ დღეში გახდა 25 ლარი და მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ჩამოვიდა 13-18 ლარამდე. გარკვეული დროით ხორციც კი გაქრა. ვისი ბიზნესი იყო?


ხორცთან დაკავშირებით დავდებ ინტერნეტში მოძიებულ ძველ სტატიებს. დავუბრუნდეთ  აწმყოს.


სულ ახლახანს ოპოზიცია ითხოვდა სასწრაფოდ 1000-1000 ლარის დარიგებას და არ ამბობდნენ რა კატეგორიებს და რამდენ ადამიანს უნდა დარიგებოდა.


მგონი გასაგები უნდა იყოს, რომ ერთბაშად, ერთ თვეში 1 მილიარდ ლარს მთავრობა ვერ დაარიგებს.


შესაბამისად, სამთავრობო გეგმის თანახმად არა 1000, არამედ 1200 ლარის გაცემა მოხდება, ოღონდ დროში გაწელილად, 6 თვის მანძილზე, რათა ბიუჯეტს, ლარის კურსს ტვირთად არ დააწვეს. ამ პერიოდში ბევრი დაუბრუნდება ეკონომიკურ აქტივობას.


არ ვარ ფინანსისტი და მათ დათვალონ, ერთბაშად მილიარდი ლარის დარიგება რას გამოიწვევდა სავალუტო ბაზარზე. თანაც, ეს მილიარდი, განა საწყობში დევს, ჯერ ბიუჯეტში უნდა შევიდეს და მერე დარიგდეს. თუ ფულის საბეჭდი მანქანის ამუშავებას სთავაზობთ?


რასთან გვაქვს საქმე, კრიტიკა კრიტიკისთვის, თუ ზეწოლა ეკონომიკისთვის მავნე გადაწყვეტილების მიღების მიზნით?!


ასევე აბსურდულია საპენსიო ფონდის დარიგების მოთხოვნა.სოფლიოში ყოველ 5-6 წელში ან რეცესიაა (მსოფლიო ეკონომიკის შენელება), ან მსოფლიო ეკონომიკური კრიზისია. ე.ი. ყოველი კრიზისის დროს საპენსიო ფონდი უნდა დავაცარიელოთ? ამას ფინანსისტები და ეკონომისტები რომ ამბობენ, ესაა გასაკვირი.


კიდევ ერთი. ვინც საერთაშორისო ექსპერტების, მსოფლიო ლიდერების განცხადებებს, კვლევებს ეცნობა, ასევე ვინც აცნობიერებს მსოფლიოს, მსოფლიო ეკონომიკის დაპაუზების მასშტაბებს, იციან რამდენად სერიოზულ კრიზისში შეიძლება გადაიზარდოს, კორონავირუსის ზეგავლენით, მსოფლიო ეკონომიკა.


ორი ქვეყნის ლიდერის განცხადებებს მოვიყვან. რუსეთის ლიდერი ელოდება 2008-2009 წლებზე ძლიერ ეკონომიკურ კრიზისს. ტრამპის განცხადებით კი, ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტი, წლიურ განზომილებაში, შესაძლოა, 40%-მდე შემცირდეს. ამერიკაში სამუშაო ადგილები უკვე 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაკარგა.


ამ პირობებში მთავრობამ ნაბიჯები კარგად უნდა გათვალოს. საბანი როგორც გაგწვდება, ფეხები ისე გაჭიმოო. ჰოდა, ფეხები რომ არ გავჭიმოთ, ბიუჯეტს (საბანს) ნუ გადავიფხრიწავთ."- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ