დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ყანდაურში ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნოდარ გამყრელიძე საკუთარ სოფელში დააკავეს 25.04.2020 19:55

კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყანდაურში ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნოდარ გამყრელიძე დააკავეს, რომელიც თავდაპირველად ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილია. სამართალდამცველები მას ერთი წლის განმავლობაში ეძებდნენ და ცოტა ხნის წინ საკუთარ სოფელში მიაკვლიეს. ყანდაურაში მკვლელობა გასული წლის 3 მაისს მოხდა. შსს-ს მიერ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. გამყრელიძე დააკავეს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით ის 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

 

ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც დააკავეს. მას იარაღის უკანონო - შეძენა - შენახვას ედავებოდნენ. გასული წლის ნოემბერში პატიმრობიდან ისიც გათავისუფლდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ