დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„მაგ ლოგიკით, მთავრობას სულაც არ დასჭირდებოდა ფისკალური პოლიტიკა, აიღებდა ვალს და მთელი წლის არა თუ სოციალურ დახმარებას, ხელფასებსაც ერთ თვეში გასცემდა ფულის ჩეკის გაგზავნით“ 25.04.2020 20:19

გიორგი ცუცქირიძის ბლოგი:

 

ოპოზიციის მხრიდან მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის კრიტიკა გასაგებია, მათი ამოცანა არის მაქსიმალურად დააკნინოს მისი მნიშვნელობა და სამაგიეროდ, ხაზი გაუსვან თავიანთ შეთავაზებებს. ასევე, გამოიწვიონ მოსახლეობაში უნდობლობა მთავრობის მიმართ, და ეს უკვე ფართოდ და აქტიურად ტირაჟირდება მათი მხარდამჭერი მედია სივრცის მხრიდან, შორს გამიზნული შედეგებით. თუნდაც, გამოსვლების პროვოცირებით, რაც უკვე გარკვეული რეპეტიციის სახით ვიხილეთ მარნეულში. წმინდა ეკონომიკური კუთხით თუ განვიხილავთ, ოპოზიციის ზოგიერთი შეფასება აშკარად სცილდება არა თუ ეკონომიკის საფუძვლებს, არამედ პოლიტიკურ პოპულიზმსაც კი. ჩვენ უკვე მოვისმინეთ, ევსაქების და ნაცების განცხადებები, რომ ეს გეგმა არის მავნებლური და არაადექვატური, ამ კონტექსტშია ზოგიერთი ექსპერტის უტოპიური განცხადებებიც ამ 3. 5 მილიარდი ლარის პირდაპირ, თითოეულ ოჯახზე განაწილებაზე, ნეო ლიბერალური და ეკონომიკურ არგუმენტაციის მოკლებული პარადიგმით-თითოეულმა ადამიანმა უკეთ იცის როგორ დახარჯოს თანხა და მთავრობის ჭკუის სწავლება სულაც არ სჭირდებაო!

 

აქვე შევნიშნავ, რომ მაგ ლოგიკით მთავრობას სულაც არ დასჭირდებოდა ფისკალური პოლიტიკა, აიღებდა ახლა ვალს და მთელი წლის არა თუ სოციალურ დახმარებას, ხელფასებსაც ერთ თვეში გასცემდა ფულის ჩეკის გაგზავნით, თუმცა ამ ფულის მასის ეკონომიკაზე ზეგავლენას რომ თავი დავანებოთ, მერე ბუჯეტს როგორ შეავსებდა და გადაანაწილებდა ხარჯებზე, ამასთან რამდენად იქნებოდა აღნიშნული მიზნობრივი და რეალური სარგებლის მომტანი, ეგ არის საკითხავი. პირდაპირ ბიუჯეტიდან ამ სახის დაფინანსებაზე, მსგავსი სისულელე არა თუ საქართველოში, მსოფლიოს არცერთ ყველაზე ლიბერალურ ქვეყანაშიც კი, სადაც საბაზრო მექანიზმები უფრო ძლიერია და საბაზრო ჩავარდნებიც ნაკლებადაა, არ მოსვლიათ აზრადადაც კი, რადგან სოციალური და ეკონომიკური მდგენელი არის განსხვავებული. სოციალური კი არა ქმნის ეკონომიკურ ბაზის და შიდა მოთხოვნას, არამედ პირიქით ეკონომიკური აქტივობა აყალიბებს ფისკალურ და მონეტარულ ბერკეტებთან ერთად.

 

საპენსიო ფონდიდან თანხების განაწილება საერთოდ აცდენილია, ეკონომიკურ აზრსაც და დანაზოგის პრინციპებსაც. საპენსიო დანაზოგი იქმნება გრძელვადიანი მიზნისათვის და არა მოკლევადიანი ერთჯერადი დანახარჯისათვის, რასაც სწორედ ანტიკრისისული სოციალური და ეკონომიკური დახმარებების პაკეტები ითვალისწინებს. მით უმეტეს კრიზისების არაერთი ციკლის მომწრე ვართ გასული საუკუნის ბოლოდან დღემდე. ამასთან, აღნიშნულ კრიზისს არ აქვს ეკონომიკური საფუძველი და შესაბამისად, ეკონომიკური პოლიტიკის როლიც მნიშვნელოვნად შეზღუდულია მოთხოვნის სტიმულირების თვლალსაზრისითაც. მაგალითისათვის, ეკონომიკის რეცესია რომელიც დაიწყო 1980 წლის დასაწყისში მოიცვა წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნები აშშ, იაპონია და დიდი ბრიტანეთი, გადავიდა ეკონომიკურ კრიზისში და განვითარებად ქვეყნებზე, რაც ამ ქვეყნებში გაზრდილი უმუშევრობის და მაღალი ინფლაციით მიმდინარეობდა. თუნდაც ფინანსური კრიზისი 1986-1995 წლებში. კრიზისი განვითარდა აშშ ის ბაზარზე შემნახველი და საკრედიტო კრიზისის სახით და რის შედეგადაც მოქმედი 3 ათასზე მეტი ერთეული საკრედიტო და შემნახველი ასოციაციის მესამედი დაიხურა. ამავე წლებში განვითარდა სავალუტო კრიზისიც, რომელიც მექსიკური პესოს კრიზისით დაიწყო 1994 წელს, რაც გამოიწვია მექსიკის მთავრობის გაუთვალისწინებელმა გადაწყვეტილებამ მოეხდინა მექსიკური პესოს დევალვაცია აშშ დოლართან მიმართებაში. მარტო ამ საუკუნეში ეკონომიკური რეცესია და კრიზისები მხოლოდ 2007-2009 წლებში კი არ იყო. მანამდე იყო მიწოდების შოკის კრიზისი 2003 წელს. 2000 წელს დაწყებული ენერგო კრიზისი გამწვავდა 2003 წელს როდესაც ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდა მარაგების შემცირების შესახებ გასულმა ინფორმაციებმა და სანავთობო ბაზრის სპეკულაციებმა გამოიწვია. კრიზისი აისახა როგორც აშშ-ზე და ჩინეთზე, ასევე სხვა წამყვან ინდუსტრიულ ქვეყნებზე. ფინანსური კრიზისი 2007-2015 წლების, რომელიც დაიწყო 2007 წელს აშშ -ში იპოთეკური ბაზრის ჩამოშლით, და გადაიზარდა ამ საუკუნის და ზოგადად დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე მსხვილ გლობალურ კრიზისში,
2007-2015 წლებში იყო ფისკალური კრიზისი, რომელიც საბერძნეთიდან დაიწყო მაღალი საგარეო ვალდებულებების ვერ მომსახურების გამო და მოიცვა პორტუგალია, ირლანდია, ესპანეთი და კვიპროსი. აქედან გამომდინარე, მომავალი რეცესიების ან კრიზისების ახალი ციკლის პროგნოზირება, მით უმეტეს დღეს შეუძლებელია, რადგან აქამდე გამოყენებული პროგნოზირების და ანალიზის მეთოდოლოგიები და მოდელები პრაქტიკულად არის ამოყირავებული.

 

რაც შეეხება სამთავრობო სოციალური მხარდაჭერის პაკეტს ფულად დახმარების სახით, იგი მოიცავს პრაქტიკულად ყველა სოციალურ ფენას, როგორც უმუშევრად დარჩენილებზე ან უხელფასო შვებულებაში მყოფ პირებზე დახმარებას, 1200 ლარამდე 6 თვის მანძილზე, თვეში 200 ლარის ოდენობით; მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება მოქალაქეებს, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებული ან თავს მიიჩნევდნენ თვითდასაქმებულად ანუ ეს არიან ადამიანები, რომლებიც ბიუჯეტში თანხებს არ იხდიდნენ და შესაბამისად, არ უწყობდნენ ხელს საზოგადოებრივი საქონლის და სხვა საზოგადოებრივი სიკეთეების შექმნას. მთავრობას შეეძლო სულაც არ დახმარებოდა. სოციალურად დაუცველები და შშმ პირები მიიღებენ 6 თვის განმავლობაში 600 ლარს, მათ შორის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებში მრავალშვილიანი ოჯახები. დახმარების პაკეტში გათვალისწინებულია პენსიის ზრდა 70 წელს გადაცილებული პირებისათვის და საპენსიო თანხების ინდექსაცია, ინფლაციასთან მიმართებაში. რაც მთავარია, როგორც როგორც უმუშევრად დარჩენილების შემთხვევაში, ასევე 6 თვის მანძილზე, სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნების მიზნით, კომპანიები 750 ლარის ოდენობის ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამასთან, აღნიშნული შეღავათი ვრცელდება 1500 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულებზე, რაც მიზნობრივ და ინკლუზიურობისკენ მიმართულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, და აქედანაც ჩანს, რომ არანაირი საერთო არა აქვს წანაასაარჩევნო მიზნებთან, რისი წარმოჩენაც ოპოზიციას ასე სურს!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ