ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შესახებ მთელი დღეა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. იაპონური მედიის ცნობით, გულზე მძიმე ოპერაციის შემდეგ დიქტატორი ვეგეტატიურ მდგომარეობაში იმყოფება, რაც პრაქტიკულად, სოციალურ სიკვდილს ნიშნავს. როგორც მთავარი ოპერატორი ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში აცხადებს, გართულებები გამოიწვია კიმ ჩენ ინის ზედმეტმა წონამ და სიმსუქნემ. როიტერის ბოლო ინფორმაციით, ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში მიავლინა მედიცინის ექსპერტების დიდი ჯგუფი, რომლებმაც უნდა დააზუსტონ, რა მდგომარეობაშია რეალურად ქვეყნის ლიდერი. კორეის სახელმწიფო საბჭო ბოლო დრომდე არ ადასტურებს, რომ მათი ლიდერი ვეგეტატიურ მდგომარეობაში იმყოფება.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge