დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ორთვიანი საერთაშორისო სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა - ბათუმში დაკავებულია ორი პირი, ამოღებულია 40 კილოგრამამდე ნარკოტიკი 26.04.2020 18:07

სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცველებმა ბათუმში ორი მილიონი დოლარის ღირებულების 40 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს. სპეცოპერაცია საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციამ ერთობლივად ჩაატარეს. დაკავებულია ბულგარეთის ორი მოქალაქე, რომლებმაც ნარკოტიკები საქართველოში მსუბუქი ავტომობილით შემოიტანეს და მის ევროპაში რეალიზებას აპირებდნენ.

 

„ორთვიანი საერთაშორისო სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომლთან ერთად, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეციალური ღონისძიების შედეგად, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი“. მისი ღირებულება შავ ბაზარზე ორ მილიონ დოლარს აჭარბებს. გამოძიებით დგინდება, რომ ბულგარეთის ორმა მოქალაქემ მიმდინარე წლის მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილით, სპეციალური სამალავით, უკანონოდ გადმოზიდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. აღნიშნული ნარკოტიკები განათავსეს ბათუმში, დროებით საცხოვრებელ ბინაში და აორგანიზებდნენ მის ცენტრალურ ევროპაში გადაზიდვას“, – განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ