დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„მიშას რეზონი ამ მეგარისკებში ისევ დავალებაა, ანუ რუსების ფართო გეგმის ნაწილი, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ამჯერად უკრაინელებს და ქართველებს ამოფარებულმა ,,წაიმუშაონ" 26.04.2020 23:18

მირიან მირიანაშვილის პოსტი:

 

„ნუ ავყვებით მიამიტურ ვერსიას, რომ უკრაინულ ოლიგარქატს შუამავალი - მეწილე სჭირდება ფინანსების მიღება - განკარგვისას. უბრალოდ ბაიდენის ფაქტობრივი ნომინაციის შემდეგ, მისი შვილის უკრაინული კეისი სერიოზული ხალხის ფოკუსში ბრუნდება. ანუ ზელინსკი-კალამოისკის ჯგუფი მსოფლიო ოლიმპისათვის ბრძოლაში მძევლებად ინიშნებიან. ჩანს თავადაც გვარიანად შეშინდნენ, რაკი მიშას გეგმა, რომ ორივე მხარესთან მიესვლება და გამოძვრენაში დაეხმარებათ, სერიოზულად აღიქვეს. ეს ხავსზე მოჭიდება! სად მიშას წონა და სად მსოფლიოში პირველი ადამიანის სტატუსისათვის ბრძოლაში კორექციის შეტანა. უკრაინელების ინტერესი გასაგებია, ალტერნატივა არ აქვთ, მაგრამ მიშას რეზონი ამ მეგარისკებში რაღაა? თუ ისევ დავალებაა? ანუ რუსების უფრო ფართო გეგმის ნაწილი, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ამჯერად უკრაინელებს და ქართველებს ამოფარებული ,,წაიმუშაონ". თუ ეს ასეა, მაშინ მიშას აქაური შლეიფიც (და ფარული კომუნიკატორებიც) სერიოზულ რისკებში ხვდებიან. ასე რომ საინტერესო მოვლენები იქოქება ერთობ!!!!!““

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ