უცხოურ მასმედიაში საქართველოს შესახებ 26-27 აპრილს გამოქვეყნებულ მასალებში ძირითადად, ბოლო თვეების ტრადიციული თემები დომინირებდა: კორონავირუსის პანდემიის გავრცელება და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო კარიერა უკრაინაში.
----------------
კორონავირუსთან დაკავშირებით ბოლო ორი დღის განმავლობაში ყველაზე მეტს თურქული მასმედია წერდა: გაზეთმა „დეილი საბაჰ“-მა («Daily Sabah») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „თურქეთი, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოს ჰუმანიტარულ დამარებას უწევს“, რომელშიც გაშუქებულია საქართველოს მიმართ თურქეთის მიერ გაწეული სამედიცინო-ჰუმანიტარული დახმარება: „თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ საქართველოს, კორონავირუსთან ბრძოლისათვის საქართველოს დახმარება გამოუგზავნა. ჰუმანიტარული ტვირთის მიღებას დაესწრნენ თურქეთის ელჩი ფატმა იაზგანი, საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნათია ლოლაძე და სხვა ოფიციალური პირები“, - ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელშიც ასევე გაშუქებულია თურქეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს - „თიკა“-ს მიერ რეალიზებული პროექტები საქართველოში.
იგივე თემაზე წერს გაზეთი „ენი საფაკი“ («Yeni Safak») სტატიაში „თურქეთის წითელი ნახევარმთვარე ქართულ წითელ ჯვარს დახმარებას უგზავნის“. პუბლიკაციას თან ახლავს ამ ფაქტის ამსახველი ფოტოსურათები.
წყარო: https://www.yenisafak.com/en/news/turkish-red-crescent-sends-coronavirus-aid-to-georgia-3517905
მოამზადა: სიმონ კილაძემ
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge