დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

სააკაშვილის დაბრუნება უკრაინას ვერ უშველის: თუ მიშამ ოდესის გუბერნატორად ვერ ივარგა, რატომ სურს პრეზიდენტს მისი დანიშვნა რეფორმების გამტარებლად? 27.04.2020 11:15

რაც შეეხება საქართველოს ექს-პრეზიდენტის უკრაინული თანამდებობრივი კარიერის საკითხს:


ამერიკულ ჟურნალ „ნეიშენელ ინტერესტ“-ში («The National Interest») გამოქვეყნდა სტატია სათაურით „სააკაშვილის დაბრუნება უკრაინას ვერ უშველის: თუ მიშამ ოდესის გუბერნატორად ვერ ივარგა, რატომ სურს პრეზიდენტს მისი დანიშვნა რეფორმების გამტარებლად?“ (ავტორი - მელინდა ჰერინგი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორის მოადგილე).


„უკრაინაში ისევ ჭკუიდან გადადიან: პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ცდილობს 52 წლის მიხეილ სააკაშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნოს რეფორმების გატარების საკითხში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ენერგიულად გამოიყურება, მაგრამ ძალიან საეჭვოა იგი კიევს პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს“, - წერს ავტორი და იქვე აღნიშნავს: „მთლიანობაში მიხეილ სააკაშვილის იდეები ახალი არ არის, მას სურს შეამციროს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირება და ეკონომიკური ზრდის ტემპები დააჩქაროს... თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს ექს-პრეზიდენტის უკრაინულ მიღწევებს თუ გადავხედავთ, შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს მის პოზიტიურ პერსპექტივაში. კი, მიხეილ სააკაშვილი ქარიზმატული ლიდერის, გარკვეულ პერიოდში მან გარკვეულწილად ხელი შეუწყო საქართველოს განვიტარებას, ყველა ფიქრობდა, რომ საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ეგონათ...“.


პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა მიხეილ სააკაშვილის შეცდომებს საქართველოში პრეზიდენტობის დროს და უკრაინაში - ოდესის ოლქის გუბერნატორობის პერიოდში. „საქართველოში მხოლოდ „ციხის სკანდალი“ რად ღირს... უკრაინაში კი, იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად ყოფნის პერიოდში ცირკებს აწყობდა და მასმედიაში თავს იწონებდა. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტებისათვის სასურველი პიროვნებაა, თვითონ მასაც ზალიან უყვარს თავის მოწონება კამერების წინ სამომავლო გამარჯვებებზე, მაგრამ უკრაინული ენის ცოდნა და პოპულარობა არასაკმარისია რთული პრობლემების გადასაჭრელად. ამ ფონზე იბადება კითხვა - მაინც რაში ჭირდება ვლადიმერ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თავისი თავი უკიდურესად არაეფექტურ გუბერნატორად აჩვენა?


საქმე იმაშია, რომ უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი სწრაფად ეცემა. მისი დაპირებების შესრულებას პირი არ უჩანს, უკრაინა ყველაზე ღარიბი ქვეყანაა ევროპაში... კორუფცია ღრმავდება. „მიშა“ კი მიმზიდველი სახელია, ევროპაში და აშშ-ში კარგად ცნობილი. ზელენსკის მისი დანიშვნით დროის მოგება და საერთაშორისო ინვესტიციების მიზიდვა სურს...


მაგრამ ვლადიმერ ზელენსკი შეცდომას უშვებს: პირველი - სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი ძველებურად „საყვარელი ბიჭი“ აღარ არის - ვაშინგტონში მას სხვადასხვანაირად უყურებენ, ბრიუსელში და ბერლინში კი აშკარად ყელში ამოუვიდათ. კიევშიც ქართველ ექს-პრეზიდენტს ბევრი უნდობლად ეკიდება. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პრეზიდენტის პარტიას „ხალხის მსახურს“ პარლამენტში ხმები არ ეყოფა მის დასამტკიცებლად; მეორე - მიხეილ სააკაშვილის დიდ პოლიტიკაში დაბრუნება ვლადიმერ ზელენსკის ანგარიშსწორებას ჰგავს პეტრო პოროშენკოს მიმართ, რაც სიტუაციას სამომავლოდ გაართულებს. მოვლენების ასეთი განვითარება უკრაინას სერიოზულ პოლიტიკურ ტურბულენტობას უმზადებს, ეკონომიკური კრიზისის თანხლებით. საბოლოო ჯამში, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა იმ იმედით, რომ ქვეყანა წინ წავა, ჩასაფუშადაა განწირული. იგი თავის ძველ მეტოქეს - არსენ ავაქოვს ანგარიშებს გაუხსენებს და ისედაც სუსტ მთავრობაში უფრო მეტ დესტაბილიზებას შეიტანს, - ასკვნის ავტორი.


წყარო: https://nationalinterest.org/feature/turning-saakashvili-will-not-help-ukraine-147766

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ