დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

საქართველო უკრაინას აფრთხილებს.... 27.04.2020 11:20

 

უკრაინის ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო დანიშვნას კომენტარს უკეთებს ირანის სახელმწიფო რადიოსადგური „ირანის ხმა // ფარსი დღეს“ («Voice of Iran//Pars Today») სტატიაში სათაურით „საქართველო უკრაინას აფრთხილებს....“. მასში კერძოდ, ნათქვამია:


„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგედ ითვლება. დღეისათვის იგი საქართველოდან გაქცეულია და თავს უკრაინას აფარებს. მიხეილ სააკაშვილი თავის თავს უკრაინელ ქართველად მიიჩნევს. იგი ხანგამოშვებით უკრაინისა და საქართველოს საარჩევნო კამპანიაში მოსახლეობას თავს ახსენებს. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია: ქართულმა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების საფუძველზე, ქვეყნის ექს-პრეზიდენტს პატიმრობა მიუსაჯა. აი, ასეთი პიროვნება წამოაყენა უკრაინის ვიცე-პრემიერის ტანამდებობაზე ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პარალამენტის წევრების უმრავლესობას პრეზიდენტის პარტიის წევრები შეადგენენ, თეორიულად გამორიცხული არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა დამტკიცებული იქნება, მაგრამ პრაქტიკაში ამის განხორციელება იოლი არ არის - ბევრი დეპუტატი წინააღმდეგია, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის უკრაინის მთავრობის წევრად დაინიშნოს.


რატომ? იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან წინააღმდეგობრივი პიროვნებაა. იგი 2015 წელს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, შემდეგ კი გუბერნატორი პრეზიდენტს დაუპირისპირდა.


საქართველომ უკრაინის ხელისუფლებას მიანიშნა, რომ თუ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტს უკრაინის მთავრობის ვიცე-პრემიერად დაინიშნება, ამას დიპლომატიური სკანდალი მოჰყვება: თბილისი კიევიდან თავის ელჩს გამოწვევს“, - ნათქვამია ირანის რადიოს კომენტარში.


წყარო: https://parstoday.com/ru/news/world-i112750

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ