დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"საყვარელო შვილებო, მოვა დრო, როცა მონაზვნები უდაბნოებს მიატოვებენ და მდიდარ ქალაქებს მიაშურებენ" 27.04.2020 16:27

იოანე ოქროპირის გამონათქვამი:


"საყვარელო შვილებო, მოვა დრო, როცა მონაზვნები უდაბნოებს მიატოვებენ და მდიდარ ქალაქებს მიაშურებენ. იქ ამ გამოქვაბულებისა და ვიწრო სენაკების ნაცვლად მედიდურ შენობებს ააგებენ, რომლებიც სამეფო პალატებსაც არ დაუდებენ ტოლს. სიგლახაკის ნაცვლად სიმდიდრის მოხვეჭის სიყვარული გაიზრდება; სიმდაბლე ამპარტავნებით შეიცვლება; მრავალნი ცოდნით იამაყებენ, მაგრამ ეს ცოდნა შიშველი იქნება, მას არ ექნება თავისი შესაბამისი კეთილი საქმეები; სიყვარული განელდება; თავშეკავების ნაცვლად გემოთმოყვარება გამრავლდება და მონაზონთაგან მრავალი დაიწყებს ზრუნვას მდიდრული საჭმლისთვის ერისკაცების მსგავსად, რომელთაგან მონაზვნებს მხოლოდ შესამოსელიღა განასხვავებს; იმის მიუხედავად, რომ ერში იცხოვრებენ, თავს მაინც განმარტოებულს (ანუ მონაზონს – მარტომყოფს) უწოდებენ. ამასთანავე ისინი თავის განდიდებას დაიწყებენ, იტყვიან: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი (1 კორ. 1,12), თითქოსდა მათი მონაზვნობის ძალა მათი წინაპრების ღირსებაში მდგომარეობდეს; ისე იამაყებენ თავისი მამებით, როგორც იუდეველები – თავისი მამით, აბრაამით. მაგრამ იმ დროში ისეთებიც იქნებიან, რომლებიც ჩვენზე ბევრად უკეთესნი და სრულყოფილნი აღმოჩნდებიან, რადგან ის უფრო ნეტარია, ვისაც შეეძლო დარღვევა და არ დაარღვია, შეეძლო ბოროტების ჩადენა და არ ჩაიდინა, ვიდრე ის, ვინც სიკეთისკენ უამრავი მოშურნის შემხედვარე მიიზიდებოდა; ამიტომაც ნოე, აბრაამი და ლოთი, რომელნიც ბოროტ ადამიანთა შორის ეწეოდნენ მოშურნე ცხოვრებას, სამართლიანად იდიდებიან საღმრთო წერილში."

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ