დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

„თურმე იმდენი რამ აუშენებია, დენიც მოუყვანია, ეკონომიკა აუყვავებია - რა ეტყობა საქართველოს განათლებული კაცის ნამართი, გინდა მაშინ და გინდა ახლა?“ 27.04.2020 21:19

 

ირაკლი შარაშიძის პოსტი:

 

გვარამია-ვანოს გუშინდელმა დუეტმა და უკრაინიდან მოღწეულმა ხმებმა დღეს სააკაშვილის ფეისბუქ-გვარდის გააქტიურება გამოიწვია. რამდენიმეჯერ შემხვდა "მოსაზრება", თუ როგორ ააყვავებს ახლა უკრაინას ეს სამშობლოში "დაუფასებელი გენიოსი". თურმე იმდენი რამ აუშენებია, დენიც მოუყვანია, ეკონომიკა აუყვავებია და სახელმწიფოდ ვუქცევივართ. 

1. სხვათაშორის არანაირი დენი სააკაშვილს არ მოუყვანია. საქართველოს ენერგეტიკული განვითარების კონცეფცია 90-იანების შუა წლებში დაწერა უძლიერესი პროფესიონალების ჯგუფმა, მიშამ კი ისინი და მათი თაობა "ჩარეცხილად" გამოაცხადა, აი USAID-მა კი, თუ სწორად მახსოვს, თანხა, 250 მლნ დოლარი ჩადო ულაპარაკოდ, რითაც მთელი სისტემა გარემონტდა და გაახლდა. ჩვენმა ცახესმა კი დამსახურება მიიწერა, მიუხედავად იმისა, რომ მისი "კმარა" დამთავრებული მინისტრები ვოლტს ვატისგან ვერ არჩევდნენ და ამპერს ომისგან.
2. მშენებლობას რაც შეეხება, მიშას თურქმენბაშის 3 პროცენტი არ აუშენებია, ვისაც არ სჯერა დაგუგლოს და ნახავს. და რაც ააშენა 6 თვეში კაპიტალურად იყო გასარემონტებელი, რათქმაუნდა საკუთარი სახლების გარდა, ისიც არა თბილისში. დედა ენაცვალოს, საკუთარი თავი უყვარს.
3. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა ინტელექტუალური და ტექნოლოგიური სხვაობაა საქართველოსა და ჩრდ. კორეას შორის, რომელსაც საკუთარი წარმოების საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებზე ასევე საკუთარი წარმოების ბირთვული ქობინები აქვს დაყენებული, მაგრამ ვინმეს ენა მოგიტრიალდებათ და იტყვით, რომ ზემონახსენებ სახელმწიფოებში ცხოვრება გინდათ?


რა ეტყობა საქართველოს განათლებული კაცის ნამართი, გინდა მაშინ და გინდა ახლა? ის რომ შევარდაძის დატოვებული 2 მლრდ საგარეო ვალი 13-ად აქცია და დროსტარებაში დახარჯა? უცხო ენებიო... ინგლისურად და ფრანგულად გამართულად საუბრობდნენ კანიბალი ბოკასა (საფრანგეთის პრეზიდენტთანაც "ძმაკაცობდა"), პოლ პოტი (სორბონა დაამთავრა) და შვეიცარიაში ნასწავლი კიმ ჩენ ინი. ნუ შეგვჭამეთ რა ამ მიშათი თავისი უთავმოყვარეო, ბაცანა "კმარელი" მინისტრებით. ამაზე მეტს საკუთარ თავს ვცემ პატივს და მათ "პიროვნებაზე" არ დავწერ, ჩემზე უკეთ იცით, რას კადრულობდნენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ