დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„ანტიკრიზისული გეგმის მარტო სოციალური პაკეტი 2020 წლის ბიუჯეტის 9 %-ს აღემატება, მაშინ როდესაც თუნდაც აშშ-ში მთლიანი კონტრიბუცია ეკონომიკის სტიმულირებაზე ბიუჯეტის 11 %-ია“ 27.04.2020 21:42

ბიუჯეტის კონტრიბუცია სოციალურ პროგრამებზე მიუთითებს, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, სახელმწიფოს სწორ სტრატეგიაზე ებრძოლოს სიღარიბეს ადრეულ ეტაპზე და არ დაელოდოს მოსახლეობის უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩენას!. ნაციონალური მოძრაობის მთელი კლასტერისათვის უმუშევრად დარჩენილი პირებისათვის 1200 ლარიანი დახმარება გადაიქცა ანტიკრიზისული გეგმის მთავარ კრიtიკულ კეისად, მათთვის დამახასიათებელი არაობიექტურობით და ცილისწამების უხვი ელემენტებით და მორიგ კონსპიროლოგიურ ამოცანად, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვაზე. ახალი კრიტიკის ტალღაც მთავრობის მიერ მომზადებულ ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ პაკეტზეც არის არაობიექტური და ეფუძნება არა რაიმე ალტერნატივის შეთავაზებას, არამედ ამ დახმარების სიდიდის და განაწილების სუბიექტურ შეფასებებს. დღეს, როდესაც ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო, ნაწილმა კი მომავალში შეიძლება დაკარგოს, და სავარაუდოდ ეს ციფრი მცირე არ იქნება დაახლოებით 350 000 ადამიანზეა საუბარი, მთავრობის მთავარი ამოცანაც სწორედ მათი დახმარების გაწევაა, რადგან უშევრობის პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა კიდევ უფრო ღარიბდება და შესაძლოა ახალი სამუშაოს მოძიებამდე უმუშევარი პირი და მისი ოჯახი აღმოჩნდეს სიღარიბის ზღვარს მიღმა, მით უმეტეს არსებულ სიტუაციაში არავინ იცის ეს დრო რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს. გარდა ამისა, აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს ერთიანი ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტის ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ასევე 65 000-დან 100 000 ქულამდე ოჯახებისთვის დამატებით შეღავათებსა და დახმარებას, რაც ერთიანობაში უზრუნველყოფს მაქსიმალური მიზნობრიობით სიღარიბის რისკების შემცირებას.

 

ანტიკრიზისული გეგმის მარტო სოციალური პაკეტი ჯამურად 2020 წლის ბიუჯეტის 9 %-ს აღემატება, მაშინ როდესაც თუნდაც აშშ-ში მთლიანი კონტრიბუცია ეკონომიკის სტიმულირებაზე ბიუჯეტის 11 %-ია, ხოლო ჩვენს შემთხვევაში მთლიანი კონტრიბუციის ხვედრითი წილი 31 %-ია. საბიუჯეტო ხარჯების კონტრიბუციაც სოციალურ პროგრამებზე მიუთითებს, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, სახელმწიფოს სწორ სტრატეგიაზე ებრძოლოს სიღარიბეს ადრეულ ეტაპზე და არ დაელოდოს მოსახლეობის უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩენას!. მაგალითად, რომ მოყავთ აშშ -ის და ევროპის ქვეყნების მაგალითები, როდესაც შედარებით დაბალ შემოსავლიან ფენებს გაეწიათ ერთჯერადი დახმარების პაკეტები იგივე აშშ-ში, რატომღაც არ ითვალისიწინებენ, ჩვენთან შედარებით, არც აშშ -ის ეკონომიკის სიძლიერეს და მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებს მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. რაც მთავარია, არც იმ გარემოებას ითვალისწინებს, რომ აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში მოქმედებს არა ჩვენსავით საარსებო შემწეობა სოციალურად დაუცველი ფენებისათვის, არამედ უმუშევრობის დაზღვევა და უმუშევრობის შემწეობა.

 

უმუშევრობის შემწეობა, როგორც წესი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქის მინიმალურ მოთხოვნილებებს უზრუნველყოფს. ე.ი. სამსახურის არ ქონის გამო ფინანსურ დახმარებას გულისხმობს და უმუშევარი პირისა და მასზე დამოკიდებული ოჯახის წევრების სიღარიბისგან დაცვის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. უმუშევრობის დაზღვევა კი დამოკიდებულია ხელფასის ოდენობასა და სადაზღვევო შენატანების მოცულობაზე. ის უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლის ერთგვარი ჩანაცვლების მექანიზმია ახალი სამსახურის დაწყებამდე, ერთგვარი დაზღვევაა ერთი სამუშაოდან მეორეზე გადასვლის, ხელფასის არქონის პერიოდში, ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ჩვენთან მოგეხსენებათ, რომ უმუშევრობის დახმარების და არც დაზღვევის პრაქტიკა ჯერ არ გვაქვს თუ არ ჩავთვლით სოციალური შემწეობას, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და შინამეურნეობების უკიდურესი სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტია და დამოკიდებულია შინამეურნეობის წევრების რაოდენობასა და სტატუსზე, იქნება ეს ასაკი თუ შშმ პირები.

 

აქედან გამომდინარე, ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში უმუშევრობის პერიოდში შემწეობის მიმღებ პირს ისედაც აქვს მინიმალური საარსებო წყარო, ანუ ამ ერთჯერადი დახმარების მიღების შემდეგაც აქვს შემოსავალი, რაც მის სიღარიბისაგან მოწყვლადობას აზღვევს.
ზოგადად კი საერთაშორისო პრაქტიკით, უმუშევრობის შემწეობა საარსებო შემწეობაზე ნაკლები არ უნდა იყოს. საშუალო ოჯახი საქართველოში შედგება 4 წევრისგან, შესაბამისად უმუშევრობის შემწეობა არ უნდა იყოს იმ თანხაზე ნაკლები, რასაც მიიღებდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 4 სულიანი ოჯახი საარსებო შემწეობის სახით, რაც დაახლოებით სწორედ 200 ლარს შეადგენს და 200 ლარიც აქედან არის აღებული.

 

რაც შეეხება რატომ მაინდამაინც 6 თვეს,ხანგრძლივი უმუშევრობის შემთხვევაში საერთაშორისო პრაქტიკით სახელმწიფომ უმუშევრობის შემწეობის გაცემა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 6 თვისა!. ხოლო უმუშევრობის დაზღვევის მინიმალური ვადა სულაც 1 წელია. ეს პერიოდი კი გამომდინარეობს იქიდან, რომ ყველა სამუშაოს მაძიებელს უნდა ჰქონდეს საშუალება ახალი სამსახურის მოძიებასთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს პროფესიული გადამზადების პროგრამებში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ