დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„ჯორჯიან თაიმსის“ ინფორმაციით, წუთიწუთზე, უკრაინის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 27.04.2020 22:21

„ჯორჯიან თაიმსის“ ინფორმაციით, წუთიწუთზე, უკრაინის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ინფორმაცია ჩვენმა წყარომ ახლახან მოგვაწოდა. ვლადიმერ ზელენსკისთვის უკვე ცნობილია, რომ სააკაშვილის ვიცეპრემიერობას შეიძლება, რადასთან ურთიერთობა შეეწიროს, თუმცა როგორც ჩანს, ყოფილი გუბერნატორის ხელახლა აღზევებაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მის მოგვარებას ყოველნაირად ცდილობს.

 

როგორც საპარლამენტო ფრაქციის ხლმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, ჯერ არ არის რადაში გადაწყვეტილება მიღბული და ხუთშაბათის დღის წესრიგში არ დგას საკადრო საკითხი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკითხი შეიძლება არ იყოს განხილული უკრაინის რადაში ხუთშაბათს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ვერ აგროვებს 226 დეპუტატს, რაც საჭიროა საკითხის გადასაწყვეტად.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ