დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„ვინ მართავს ახლა საქართველოს, პრორუსი ოლიგარქი, „გაზპრომის“ კერძო აქციონერი, ფსბ-ს შტატიანი აგენტი, როცა ეს ხალხი განსასჯელის სკამზე გსვამს, სამმაგი სტანდარტია“ 27.04.2020 23:20

ცნობილი ტელეწამყვანის ევგენი კისილოვის გადაცემაში „რეალური პოლიტიკა“ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინაში ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე ხმაურიანი განცხადება გააკეთა. კოსოლოვმა დიალოგი მის წინააღმდეგ აღძრული სისიხლის სამართლის საქმით დაიწყო. „ვინ მართავს ახლა საქართველოს, პრორუსი ოლიგარქი, „გაზპრომის“ კერძო აქციონერი, ფსბ-ს შტატიანი აგენტი, როცა ეს ხალხი განსასჯელის სკამზე გსვამს, ეს ორმაგი კი არა, სამმაგი სტანდარტია. მე არაერთხელ შევხვდი ზელენსკის, გავუზიარე ჩემი ქართული გამოცდილება. მკითხა, თუ ვიქნებოდი თანახმა ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. მე არ მაქვს იმის ამბიცია, რომ მქონდეს კარიერა, ჩემთვის საკმარისია, რომ შემიძლია რჩევები მივცე. ამ საუბრის შემდეგ შევხვდით უკრაინის პრემიერს, შმიგალს, რომელიც თავის დროზე ჩასული იყო საქართველოში სწორედ რეფორმების გასაცნობად. ზელენსკიმ მითხრა, რომ მეც თუ მექნებოდა სურვილი, პრემიერი თანახმა იყო, ჩემთან თანამშრომლობაზე. ხვალიდან ვხვდები პარლამენტის ცალკეულ ფრაქციებს. ზელენსკის ამ გადაწყვეტილების გამო მოსკოვში ისტერიკაა, ისე როგორც საქართველოს ე.წ. ხელისუფლებაში. მათ ისეთი ისტერიკა მოაწყვეს, თითქოს სხვა პრობლემები არა აქვთ ქვეყანაში. არ მიკვირს, ესენი ყველანი ერთი კანტორიდან არიან“, განაცხადა სააკაშვილმა.

 

კისილოვის კითხვაზე, ვიდრე დათანხმდებოდით, თუ დაუსვით კითხვები პრეზიდენტს, უფლებამოსილების შესახებ, სააკაშვილმა უპასუხა, რომ მან მიიღო ზელენსკისგან პირობა მისთვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. უკრაინას ჭირდება ეკონომიკური თავისუფლების აქტი, აცხადებს სააკაშვილი. გადაცემაში ჩაერთო რადას ორი დეპუტატი, მათი განმარტებებით ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტის წინადადებას ამ ეტაპზე უმრავლესობა ხმას არ დაუჭერს. როგორც საკაშვილი აცხადებს, მას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი მივა პარლამენტში, შეხვდება საკუთარ ფრაქციას და გააკეთებს განმარტებებს. 

 

ბოლოს საუბარი ისევ საქართველოს შეეხო. კისილოვის კითხვაზე, საქართველოში მალე არჩევნებია. თუ გაიმარჯვეს თქვენმა მემკვიდრეებმა და გიხმეს საქართველოში, რას იზამთ? სააკაშვილმა უპასუხა: „ეჭვიც არ მეპარება, ასე იქნება. მაგრამ მე უკრაინის ერთგული ვარ, მაქვს უკრაინის პასპორტი, წარმატებული უკრაინის გარეშე ვერც საქართველო იქნება წარმატებული, მე აქ იმიტომ კი არა ვარ, რომ სხვაგან წასასვლელი არა მაქვს, ვარ იმიტომ, რომ მჯერა, წარმატებული უკრაინა სხვა ქვეყნების წარმატების საწინდარია.“   

 


იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ