დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"ქვეყნის მაოხრებელი გზირი ხარ მიშა და მაგ გზირივით საფლავშიც ვერ მოისვენებ, იქიდანაც ავნებ საქართველოს" 28.04.2020 11:46

ზურაბ მარშანია სოციალურ ქსელში წერს:

 

"შენ უკრაინაში იმიტომ ხარ მიშა, რომ კონდოტიერი ხარ, ანუ ნაძირალათა პროფესიის წარმომადგენელი, პროფესიისა, რომელიც მოუწოდებს ყველა ჯურის პოლიტიკურ ავანტიურისტს ემსახუროს განურჩევლად ყველას და იყოს ყველგან, სადაც ექნება ხელისუფლებისადმი (ამა თუ იმ დოზით წვდომა). ამჯერად უკრაინაში მოახერხე კონდოტიერობის დაწყება და იმიტომაც ჩახვედი იქ. სხვა ქვეყანაშიც გადახვალ სიამოვნებით თუ იქაც მიგიღეს და ხელისუფლების მწვერვალებთან უფრო მიახლოება შეძელი.

 

შენ გადაკიდე ერთმანეთს უკრაინა და საქართველო. ადრე ხელისუფლების რევოლუციური უზურპაციის გზით, რეფორმებს ამოფარებულმა, არნახულად გააღვივე საქართველოში  ბოროტება, შური, ბოღმა და გაუტანლობა. შენი უშუალო ხელმძღვანელობით შენი მომხრეები გავეშებული აგრძელებენ იგივეს კეთებას საქართველოში, იქ სადაც შენ აღარ ჩამოგესვლება. ყველა თქვენთაგანის მიზანი საქართველოსა დ ქართველი ერის განადგურებაა. შენ ქვეყნის მაოხრებელი გზირი ხარ მიშა და მაგ გზირივით საფლავშიც ვერ მოისვენებ. იქიდანაც ავნებ საქართველოს. სამწუხაროა ფაქტია, რომ მძიმე ავადმყოფი ხარ, ვინაიდაბ  არნახულად მწვავე მანიაკალური სინდრომით ხარ შეპყრობილი, ამიტომაც ვერ ჩერდები. უბედურება ის არუა, რომ შენი ფანები ვერ აცნობიერებენ ამას და უდიდეს პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე, რადგან ვერ ხვდებიან, რომ შენი სახით საქართველოს მოევლინა ისეთი ბოროტება და არნახული სიძულვილი ჩვენი ქვეყნისა, როგორიც კონსტანტინე მირზას, ავ გიორგის, მურვან ყრუს, ჯალალ ედ დინს, თემურ ლენგს და შაჰ აბასსაც კი არ ჰქონიათ. ნეტაი შენ მხარდამჭერებს! რომ იცოდე, შენგან განსხვავებით, როგორი  საბრალონი არიან ის უბედურები,"-წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ