დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"საქართველოში ცხოვრება ნორმალური ხდება“- «Türkiye» 28.04.2020 12:50

თურქეთის პრესაში ყურადღება ექცევა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებული ზომების შემსუბუქების ფაქტს. გაზეთ „თურქიე“-ში Türkiye») დაბეჭდილია საკმაოდ ვრცელი სტატია სათაურით „საქართველოში ცხოვრება ნორმალური ხდება“, რომელშიც მიმოხილულია კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მიმდინარეობა და ზოგადად, ქვეყანაში არსებული ვითარება.


რადგანაც თვითონ თურქეთის ხელისუფლებამაც დაიწყო ადრე მიღებული ზოგიერთი მკაცრი ზომის შემსუბუქება, გაზეთის მკითხველებისთვის საინტერესოა, თუ რა ხდება ამ მხრივ მეზობელ საქართველოშიც.


პუბლიკაციაში მიმოხილულია ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ეტპობრივი გეგმა, რომელიც პანდემიის გამო დადგენილი აკრძალვების მოხსნას ითვალისწინებს. აქცენტი გადატანილია პირველი ეტაპის დეტალებზე, რომელთაგან უმთავრესია კერძო ტრანსპორტი მოძრაობის განახლება, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო ბაზრების გახსნა.


სტატიის დასასრულს ნაჩვენებია კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკური მონაცემები 27 აპრილის მდგომარეობით.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.turkiyegazetesi.com.tr/dunya/699980.aspx

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ