13:39 28.04.2020
"9 წელი არ დასრულებულა, „ორი გვამი მინდა“ - დასრულებული ისტორია არ არის"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"ნაცი წარსული არ არის. ნაცი - ბოროტების მანიფესტაციაა აქ და ახლა. ეს მანიფესტაცია ერთი წუთითაც არ  შეწყვეტილა და ამიტომაც, არც ის 9 წელი არ დასრულებულა. 


„ორი გვამი მინდა“ - დასრულებული ისტორია არ არის. ნაცობის ბოლო დემონსტრაცია - ორი ავაზაკის „მსჯელობა“ ორ გვამზე, არა მხოლოდ წარსულის, არამედ აწმყოსა და მომავლის კონტექსტს, როგორც ერთ მთლიანობას, როგორც ჯოჯოხეთის უჟამო ჟამს, გულისხმობს. 


ნათლად დავინახეთ: მათ „მსჯელობაში“ პატარკაციშვილისა და ივანიშვილის კონტექსტიც,  „ორი გვამი მინდას“ იდენტურია; უარესიც:  მათი იდენტობა თავისთავადაც ესაა - გვამის წყურვილი: 


კრიალაშვილის და პატარკაციშვილის გვამები მიიღეს, მაგრამ შიმშილი ვერ დაიოკეს. მეორეც უნდოდათ, უნდათ და ენდომებათ. 


„ხმა მოგვეცით. გვამები გვინდა!“ - ნაცური მანიფესტია. 


ყველა ინსტრუმენტითა და საშუალებით ამას მანიფესტირებენ. ეს ამბიციური სახელიც კი  - „მთავარი არხი“, თავისავადაც მანიფესტია. მანიფესტია, რადგან მათთვის მთავარია და გაბატონებული ის არხი, საიდანაც ბოროტება მოედინება. „მთავარს“  ვინც დაეწაფება,  მძაფრად შეიპყრობს  წყურვილი. 


გასაკვირი არ არის, რომ პანდემიისას განსაკუთრებით გაუცხოველდათ  გვამების წყურვილი. 


საკითხავი კი ეს არის: ცოცხალი ადამიანი მათ არასდროს ხმას არ მისცემს. „გვამები მინდას!“ - მხოლოდ ზომბები თუ აირჩევენ. არც მეტი, არც ნაკლები - არჩევნებზე სწორედ ეს დაითვლება: ცოცხლები და ზომბები." - წერს ის.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge