დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

იენს სტოლტენბერგი რუსეთსა და ჩინეთს კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს 28.04.2020 13:46

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჩინეთი და რუსეთი დეზინფორმაციის გავრცელების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ორივე ქვეყანა ცდილობს ნატო-ს მოქმედებები არასწორად ასახონ.

 

„ჩვენ გვაქვს მაგალითები, როგორ ცდილობენ მოსკოვი და პეკინი ძირი გამოუთხარონ ნატო-ს წევრი ქვეყნების თანმიმდევრულობას და აბსოლუტურად არასწორად ასახონ ნატო-ს მოქმედებები“,-აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 

მისივე თქმით, ორივე ქვეყანა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ პანდემიის ფონზე, თითქოს ნატო-ს არ შეუძლია დაიცვას თავისი ხანშიშესული ადამიანები.

 

„უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენ არ შეგვიძლია ერთობლივად მუშაობა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ. სწორედ ამას ვაკეთებთ“,-დასძინა სტოლტენბერგმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ