დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„მიხო ლაპარაკობს ზელენსკის მრჩევლის პოზიციაზე - ცხადია, „ხალხის მსახურებმა“ ის უკვე გააცურეს“ - უკრაინის პრეზიდენტის ოფისს არ უცდია მოეგროვებინა ხმები სააკაშვილის დასანიშნად 28.04.2020 20:57

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, რეფორმების საკითხში ვიცე-პრემიერი ვერ გახდება. გამოცემა უკრაინის პარლამენში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ერათ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს: „უკვე დავიბენით. ის ხან კანდიდატია, ხან არ არის კანდიდატი“. „უკრაინსკაია პრავდას“ სხვა დეპუტატებმა განუცხადეს, რომ პრეზიდენტის ოფისს არ უცდია მოეგროვებინა ხმები სააკაშვილის დასანიშნად. მათი თქმით, სააკაშვილი ხვდება ფრაქცია „გოლოსს“. ამ ფრაქციაში გამოცემას უთხრეს, რომ სააკაშვილი იქცევა საკმაოდ მშვიდად და უკვე აღარ ატარებს აგიტაციას როგორც ვიცე-პრემიერობის კანდიდატი.

 

„მიხო ლაპარაკობს უკვე, უფრო მეტად, ზელენსკის მრჩევლის პოზიციაზე. ცხადია, რომ „ხალხის მსახურებმა“ ის უკვე გააცურეს“ , - განაცხადა ერთ-ერთმა დეპუტატმა. „უკრაინსკაია პრავდას“ მიხედვით, მთავრობას უმაღლეს რადაში საბუთები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არ გადაუგზავნია, ეს გააკეთა პრემიერმა - „მაგრამ დღეს, თითქოსდა, უკან გამოიწვია წარდგინება“ , - წერს მედიასაშუალება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ