დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„მანიაკი „დააპაშოლეს“ - უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, სააკაშვილს მთავრობაში თანამდებობაზე ვერც დანიშნავდნენ, რადგან საქართველოში მსჯავრდებულია!“ 28.04.2020 21:16

ბონდო მძინარაშვილის პოსტი:

 

„მანიაკი დააპაშოლეს! უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, სააკაშვილს მთავრობაში თანამდებობაზე ვერც დანიშნავდნენ, რადგან საქართველოში მსჯავრდებულია! საქართველო და უკრაინა, შესაბამისი ხელშეკრულების თანახმად, აღიარებენ ამ ქვეყნების სასამართლოების გადაწყვეტილებებს! ამიტომაც, უკრაინის მთავრობამ, ვითარებაში გარკვევის შემდეგ, უმაღლეს რადას მიმართა და გაიწვია სააკაშვილის კანდიდატურა! უმაღლეს რადაში ხმები არ ჰყოფნის და ა. შ. არის ზღაპარი! ახლა ისიც გაიხსენეთ, რას სთხოვდა ეს მანიაკი საქართველოს ხელისუფლებას! დიახ, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მორატორიუმის გამოცხადებას და მისთვის უფლებამოსილების მინიჭებას საერთაშორისო დახმარებების მოსაზიდად! რეალურად, არაფრის მოზიდვას არ აპირებდა, - საკუთარი თავის შეზიდვა უნდოდა უკრაინის დიდ პოლიტიკაში! ყველაფერი ცხადია: მანიაკმა სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო-უკრაინის ხელშეკრულება (და ასეთი ხელშეკრულება ბევრ ქვეყანასთან არის გაფორმებული!) მას თანამდებობის დაკავების უფლებას არ აძლევდა და ცდილობდა, ხვრელი მოეძებნა გასაძრომად! ვერ გაძვრა, გაიჭედა და უკან გაათრიეს!“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ