დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„2011 წელს უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლი, ბოლო 15 წელიწადში ყველაზე მაღალი იყო და 2004 წელთან შედარებითაც კი გაზრდილი - 2017 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 2-ჯერ შემცირდა“ 28.04.2020 21:39

ნაციონალურმა მოძრაობამ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას ახლა უკვე პეტიცია შეაგება, სადაც არის მოწოდება - შეავსეთ პეტიცია და მოითხოვეთ კუთვნილი დახმარება არა უსამართლობას! ხელისუფლებამ სიღარიბეში მიატოვა მოსახლეობა, რაც არის უსამართლობა!. და აქ არიან მოყვანილი პენსიონერები, სოციალურად დაუცველები თუ თვითდასაქმებულთა დიდი არმიაა შეყვანილი. რადგან ამ პეტიციის შემდგენელიც და მომწოდებელიც არის ნაციონალური მოძრაობა, სანამ ხელისუფლების სოციალურ პაკეტებს შევეხები, ანტიკრიზისული მენეჯმენტის ნაციონალური გამოცდილების გახსენებაც არ უნდა იყოს ურიგო, კერძოდ 2007-2009 წლებს ვგულისხმობ. იმ პერიოდში არა თუ რომელიმე ცალკეულ სოციალურ ჯგუფზე, არამედ საერთოდ ნულოვანი სოციალური პოლიტიკა იყო გატარებული. ნულოვანი დახმარება იმ პერიოდში ათეულ ათასობით უმუშევრად დარჩენილ ადამიანებზე, თვითდასაქმებულებზე არაფერი რომ აღარ ითქვას. ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფები თუნდაც 65-100 ათასი ქულის მქონე ოჯახები, მათ შორის მრავალშვიალი ოჯახები და შშმ პირები რომ არ გახსენებოდათ რა გასაკვირია! გასაკვირი ის არის რატომღაც ახლა რომ გაახსენდათ და სპეკულირების საგნად გახადეს! სხვა სოციალური დახმარების პაკეტებზე არც არის საუბარი, მათ შორის კომუნალური კომუნალური გადასახადების განულებაზე.

 

როდესაც საკუთარი მოსახლეობა არ გახსოვს და არც მისი ყოფა გაინტერესებს ეკონომიკურ პაკეტზე რაღა უნდა ითქვას. ამიტომაც იყო აქაც ნულოვანი მხარდაჭერა, გნებავთ სოფლის მეურნეობის პროექტებზე, კომპანიების პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერაზე თუ სხვა სახის გადასახადების გადავადებაზე არც ყოფილა არა თუ რაიმე კუთხით გადაწყვეტილება მიღებული, არამედ მცდელობაც კი! სწორედ ამ კრიზისული გეგმის უქონლობის შედეგი იყო 2008-2009 წლებში ეკონომიკის 9 %-იანი რეცესია, გაკოტრებული მცირე და საშუალოი ბიზნესი, ათიათასობით ვალაუვალი მოქალაქე და რაც მთავარია 1 მილიონზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანი. თვალსაჩინოებისათვის ვიტყვი, რომ 2011 წელს უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლი ბოლო 15 წელიწადში ყველაზე მარალი იყო, 11. 2 %, რაც 2004 წელთან შედარებითაც კი იყო გაზრდილი მთელი 1 პროცენტიანი სიდიდით. ისე შედარებისათვის ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისას 2017 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 2 ჯერ არის შემცირებული.

 

რაც შეეხება პრემიერ გიორგი გახარიას მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას, და მის სოცილურ და ეკონომიკურ პოაკეტს, ანტიკრიზისული გეგმის მარტო სოციალური პაკეტი, რომელიც მოიცავს როგორც უმუშევარად დარჩენილი ადამიანების დახმარებას, ასევე სოციალური ფენების და ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას, ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტია და 2020 წლის ბიუჯეტის 9 %-ს აღემატება, მაშინ როდესაც თუნდაც აშშ-ში მთლიანი კონტრიბუცია ეკონომიკის სტიმულირებაზე ბიუჯეტის 11 %-ია, ხოლო ჩვენს შემთხვევაში მთლიანი კონტრიბუციის ხვედრითი წილი 31 %-ია. ნისანდობლივია, რომ როდესაც ცალკეული სოიციალურ ჯგუფებზე აპელირებენ, სახელმწიფო დახმარება გამოყო პრაქტიკულად ყველა იმ სოცილურ ჯგუფზე ვისი მდგომარეობაც გაუარესდა, ხოლო კომუნალური გადასახადების ნაწილში დახმარება გაეწია ყველას, იქნება ეს პენსიონერი, სოციალურად დაუცველი თუ თვითდასაქმებული პირი. ამ სახის დახმარება პროცენტულად ჩვენზე გაცილებით მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებსაც კი არ გაუღიათ, არც სოციალური დახმარების და არც ეკონომიკის სტიმულირების ნაწილში!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ