დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„რატომ გაიწერა ექვს თვეზე 1200 ლარი - ძალიან მკაცრი პოზიცია დააფიქსირეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, რომლებიც გვაძლევენ ჩვენ ამ დახმარებას“ 28.04.2020 23:09

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1200 ლარიან დახმარების თვეებზე გადანაწილება შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ძალიან მკაცრი პოზიცია იყო. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას აღნიშნა, ოპოზიცია დემაგოგიას ეწევა, როდესაც არასწორად ითვლის შესაბამისი თანხის გადანაწილების ვადებს.

 

„ექვს თვეს თუ სწორად გადათვლით მიხვალთ სექტემბრის ბოლომდე და არა ოქტომბრის ბოლომდე და არჩევნებამდე. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაიწერა ექვს თვეზე ეს 1200 ლარი და არა მაგალითად სამ თვეზე ამასთან დაკავშირებითაც ძალიან მარტივია პასუხი. ამაზე ვარიანტები განიხილებოდა. მათ შორის ერთჯერადად გაცემის, ორჯერადად, სამჯერადად ან ოთხჯერადად გაცემის და ძალიან მკაცრი პოზიცია დააფიქსირეს შესაბამისმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, რომლებიც გვაძლევენ ჩვენ შესაბამის დახმარებას. მათი პოზიცია იყო ზუსტად ის, რომ თვეებზე უნდა გადანაწილებულიყო შესაბამისი რაოდენობებით 1200 ლარი. ექვსამდე, როდესაც არასწორად ითვლი ეს არის დემაგოგია და ეს არის სწორად მიუღებელი განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის დროს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ