დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საქართველოში მკაცრ შეზღუდვებს აუქმებენ - უცხოური პრესა 29.04.2020 11:17

 

უცხოური მასმედიაში 29 აპრილს გამოქვეყნებული მასალების თემატიკაში, რომელიც საქართველოს ეხება, ტრადიციულად ორი მიმართულებაა გამოკვეთილი: კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის მიმდინარეობა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ახალი თავგადასავლები უკრაინაში - ვგულისხმობთ მის სავარაუდო დანიშვნას მტავრობის ვიცე-პრემიერის პოსტზე.


თუ როგორ ებრძვის საქართველოს ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელებას, ეს საკითხი ძირითადად შუქდება რუსულ და თურქულ მასმედიაში - ოპერატიული ინფორმაციებს ავრცელებენ სააგენტოები „რია ნოვოსტი“, „ინტერფაქსი“, ანადოლუ“...


რუსულს და თურქულს ემატება ყაზახეთის მასმედიაც - ტელეკომპანია „ჰაბარ-24“-მა 28 აპრილს, ღამის საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამის ეთერში გადასცა რეპორტაჟი სათაურით „საქართველოში მკაცრ შეზღუდვებს აუქმებენ“, რომელშიც ტელეკორესპონდენტი იულია ტუჟილკინა ვრცლად ასახავს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას - აღნიშნავს, რომ მკცარი ზომების შემდეგ ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შერბილება გადაწყვიტა. ჟურნალისტი თავის რეპორტაჟში ესაუბრება საქართველოს რიგით მოქალაქეებს, რომლებიც, პრინციპში გაგებით ეკიდებიან მკაცრ ზომებს ვირუსთან ბრძოლაში, თუმცა იმავდროულად მიესალებიან მთავრობის გეგმას რეჟიმის ეტაპობრივი შემსუბუქების მიზნით, აგრეთვე მოსახლეობის სოციალური დაცვისაკენ მიმართულ ძალისხმევას.


წყარო: https://24.kz/ru/news/in-the-world/item/391979-strogie-ogranicheniya-snimayut-v-gruzii

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ