დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"დღესდღეობით ჩვენ ვართ ეფექტურები და გვაქვს შედეგი"-ჯანდაცვის მინისტრი ოპოზიციის კრიტიკაზე 29.04.2020 15:05

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეფექტურობა და შედეგი,- ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ოპოზიციის კრიტიკას მასობრივ ტესტირებასთან დაკავშირებით. როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, სახელმწიფო ტესტირებას მიზნობრივად ატარებს და ეს სწორ მიდგომაა.

 

„მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით ჩვენ ვართ ეფექტურები და გვაქვს შედეგი, აქედან გამომდინარე, ჩვენი შემდგომი ნაბიჯებიც აუცილებლად იქნება თანმიმდევრული და მიზნობრივი, ვინაიდან მსგავსი მიდგომა აქვს ნებისმიერ ევროპის ქვეყანას და ეს ქვეყნები არიან- გერმანია, შვეიცარია, ავსტრია და მათი ჩამონათვალი არის საკმაოდ დიდი. გამომდინარე აქედან, ეს ჩვენი მიდგომა კვლავ დარჩება სტაბილურად ისეთი, როგორიც არის, თუმცა, იმ ჯგუფების გაფართოებით, რომლებსაც ჩვენ ეტაპობრივად ვაფართოებთ, ვთვლით, რომ ვართ კონკრეტულად უფრო მიზნობრივები და ჩვენი ეფექტურობაც ამით უფრო მეტად იზრდება,“- განაცხადა მინისტრმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ