დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

„უკრაინის ვიცე–პრემიერად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა კანონის პირდაპირი დარღვევა“ - ირინა ვერეშჩუკი 29.04.2020 15:20

ირინა ვერეშჩუკმა, უკრაინის უმაღლესი რადას IX მოწვევის დეპუტატმა სამთავრობო პარტია „ხალხის მსახური“–დან ვებ–გვერდის Politeka ტელეპროგრამის ეთერში,  უკრაინის ვიცე–პრემიერად  მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა:

 

პარლამენტის სხდომაზე შეიძლება განხილული იქნას ბატონ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის საკადრო დანიშვნა უკრაინის ვიცე–პრემიერის თანამდებობაზე რეფორმების საკითხებში და მართლაც, აღნიშნული თემის განხილვა ინტერნეტში გრძელდება. მე არ ვიცი, მოხდება ეს ამ კვირაში თუ არა, თუმცაღა მესმის, რომ  ოთხშაბათს ან ხუთშაბათს შედგება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. იმისათვის, რომ შედგეს რაგგარეშე სხდომა, ჩვენ, დეპუტატებმა აუცილებლად უნდა მოვაგროვოთ 150 ხელმოწერა, ან ის (რიგგარეშე სხდომა) შეუძლია დანიშნოს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ. არ ვიცი, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუმცა, ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ.

 

მე ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკვე ჩამოვყალიბდი, თუმცა, თავს შევიკავებ ხმის მიცემაზე. ეს უკვე ავხსენი საჯაროდ. ამ საკითხში არის ორი ძირითადი ასპექტი, რომლებსაც მე ვითვალისწინებ – იურიდიული და პოლიტიკური. დავიწყოთ ადვილიდან – იურიდიულიდან.  მე ეს პირდაპირ  ვუთხარი ბატონ სააკაშვილს, ტელეპროგრამის ეთერში. შევეცადე ამეხსნა როგორც შემეძლო, ვინაიდან ის ისეთი ვრცელია, ისეთი სტატუსიანი, ისეთი ისტორიული, ის ისეთი ყოვლისმომცველი, რომ ზოგჯერ ახსნაც არ არის საჭირო – მან ისედაც ყველაფერი უკეთესად  იცის.

 

რაც შეეხება იურიდიულ მხარეს: არსებობს  კანონი უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შესახებ. მე–7 მუხლში მკაფიოდ, შავით თეთრზე წერია და მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი ვერ იქნება მინისტრთა კაბინეტის წევრი, თუ იგი მსჯავრდებულია და ბოლომდე არ აქვს მოხდილი სასჯელი. გვინდა ეს თუ არ გვინდა, ასეა.  მაგრამ, 2019 წლის მაისში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ოფოციალურად შეგვატყობინა – დიმიტრი რაზუმკოვის სახელზე პარლამენტში გამოგზავნილი იქნა შესაბამისი წერილი. მისი წაკითხვა შეგიძლიათ. იქ ნახავთ იმ საქმეების შესახებ, რომლებზეც, სააკაშვილის მიმართ უკვე გამოტანილია განაჩენები, რომლებმაც დააგროვეს კანონიერი ძალა. ამიტომ,  ეს ვითარება განსხვავდება გასული წლებისაგან, როდესაც, როგორც გახსოვთ, ბატონი სააკაშვილი იმყოფებოდა მხოლოდ სასამართლო პროცესებში და მისი ბრალეულობა არ იყო დამტკიცებული. ახლა ჩვენ საქმე გვაქვს განაჩენებთან. ამას გარდა,  ჩვენ გვაქვს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება საქართველოსთან სამოქალაქო და კრიმინალურ საქმეებში სამართლებრივი დახმარების სესახებ, რომელიც ამგვარი საქმიანობის რეგლამენტს აწესებს. როგორ უნდა მოიქცეს უკრაინა ამ შემთხვევაში?

 

ფრჩხილებს გარეთ დავტოვებთ იმას, ეს პოლიტიკური დევნა არის თუ არა. გვაქვს ჩვენ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები? - გვაქვს. პირადად, მე ვარ საქართველოსთან მეგობრობის სახალხო დეპუტატების ჯგუფის წევრი. როგორ შემიძლია ხმა მივცე, როდესაც ჩვენი მეგობრული საქართველოს პარლამენტის წევრები მკაფიოდ მწერენ იმის შესახებ, რომ მათ სასამართლო წარმოებაში ის დამნაშავეა? ჩვენ შეგვიძლია ვაღიაროთ, შეგვიძლია არ ვაღიაროთ, მაგრამ არსებობს იურიდიული ბილიკი, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი. ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ასე რომ, თუ პარლამენტში ასეთი კენჭისყრა ჩატარდება, მე ვამტკიცებ, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტია შესახებ კანონის მე–7 მუხლის შესაბამისად, ეს იქნება კანონის პირდაპირი დარღვევა.

 

მე ქვეყანაში ვხედავ ბევრ ჰაიტერებს, ასე ვთქვათ ბატონ მიხოს მომხრეებს, რომლებიც ამბობენ: „მიგვიფურთხებია კანონისთვის! მოვიდეს, იმიტომ,  რომ ეს ახალი ჰაერის ჩასუნთქვა. ის თქვენ იქ...“ ის  „ჩვენ იქ“ რას? კვლავაც იქნება საზღვარიდან  შემოჭრა?! „არა, – ამბობს ბატონი საკაშვილი, – არ იქნება შემოჭრები. ჩვენ ვისწავლით კანონის შასაბამისად ცხოვრებას“. და ეს როგორ, თუკი მისი დანიშვნა – კანონის პირდაპირი დარღვევაა?

დავანებოთ თავი იურიდიულ მხარეს. რჩება პოლიტიკური. პირადად მე არ მომისმენია პრეზიდენტის პირდაპირი გამოსვლა. ვეკითხები ყველას, ვინ მოისმინა იმის შესახებ, რომ ვიცე–პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა წარადგინა პრემიერმა? კანონის თანახმად, ეს უნდა გააკეთოს პრემიერმა. არ არსებობს ასეთი წარდგინება. მე არ მომისმენია თავად შმიგალის პირდაპირი გამოსვლა.

 

კი, მე ვნახე განცხადება ვებ–გვერდზე, რომ იყო შეხვედრა, იმსჯელეს პოტენციალზე. მე არც უარვყობ – ბატონ სააკაშვილს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და ამ ენერგიამ უნდა იმუშავოს უკრაინაზე. მაგრამ, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ პოლიტიკური კუთხით, ყველა ემოციის გარეშე (მოდით ვისწავლოთ ამ დამატებითი შრეების გამოყოფა), ჩვენ უნდა ვიმუშავოთ როგორ პოლიტიკოსებმა. მე პოლიტიკოსი  ვარ და ვისურვებდი, რომ  საზოგადოების აზრებით მანიპულირება არ ხდებოდეს. ამ ეტაპზე ეს გამოიყურება როგორც მანიპულირება. თავად სააკაშვილი და მისი მომხრეები ქმნიან არასაჭირო დაძაბულ ვითარებას საზოგადოებაში, სადაც თითქოსდა უკვე ჩამოყალიბებულია პრეზიდენტის პოზიცია – მან ხომ მითხრა მე, მან ხომ თქვა, რომ მე ვიქნები, ის ან ჩემს ნომინირებას ახდენს, ან მე რეკომენდაციას მაძლევს – და ამით მოიზიდავს სიტუაციას. მე არ მინდა ამაში მონაწილეობა. იმისთვის მაქვს თავი (გონება), რომ ვიფიქრო.

 

მე მინდა, რომ უკრაინაში ცვლილებები მოხდეს. მინდა, რომ სააკაშვილმაც ასევე შეიტანოს წვლილი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. თუ მას ეს ძალიან უნდა. მას აქვს ამისთვის  დიდი ენერგია, რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს საზოგადოების კეთილდღეობისთვის. თუმცაღა პირველი – იურიდიული გზა უნდა იქნას გავლილი და უნდა იყოს პოლიტიკური კორექტულობა, პოლიტიკური მიზანშეწონილობა. უფრო მშვიდად უნდა მივუდგეთ, უფრო მეტი ღირსებით. ბოლოს და ბოლოს ჩვენ უკრაინელები ვართ. ეს ჩვენი ქვეყანაა, მე აქ დავიბადე, გავიზარდე და მოვკვდები. მესმის, ვიღაც გახდა უკრაინის მოქალაქე და შესაძლოა უფრო მეტი პატრიოტიც. მე გადავხედე უცხოელების სიას, რომლებიც ბოლო 5–6 წლის მანძილზე წაადგნენ უკრაინას. მოდით გავიხსენოთ: საყვარელიძე, კვიტაშვილი, თავად სააკაშვილი, ზღულაძე, უგულავა, აღარ გავაგრძელებ... მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან კარგი. მოდით ერთად მშვიდად დავფიქრეთ, ავწონ–დავწონოთ და გადავწყვიტოთ, როგორ აჯობებს. ოღონდ აი ეს ჯიქურ მისვლა არ მესმის!

 

სხვადასხვა მიზეზების გამო ჩემი კოლეგები მხარს არ უჭერენ სააკაშვილის კანდიდატურას.  ზოგი, ვინც იურისტია და საკუთარი თავის პატივისცემა აქვს იურისტის, გასაგებია, რომ ლაპარაკობს სწორედ მისი ვიცე–პრემიერად დანიშვნის იურიდიულ მიზეზებზე. მე ჩემს კოლეგებთან მქონდა ერთი წინადადება. თუ ნამდვილად ეს წარმოადგენს ხელისშემშლელ პირობას, მაგრამ ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ სააკაშვილი ყველაზე ეფექტური მიმართულებით, მოდით იყოს ის მრჩეველი, სტრატეგიული მრჩეველი, მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი. ჩვენ გვაქვს ყოფილი პრეზიდენტების კლუბი. ეს მას ძალუძს და ეს იქნება ღირსეული. როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უხელმძღვანელებს (სათავეში ჩაუდგება) რეფორმების სტრატეგიულ მიმართულებას სწორედ პრეზიდენტის ოფისში და იქნება პრეზიდენტის გვერდით.

 

მე მესმის, და ეს იყო საკაშვილის პირდაპირი გამოსვლა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი სთხოვს ბატონ სააკაშვილს, დახმარებას სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობაში. და ეს კი თანამშრომლობის საერთაშორისო მიმართულებაა და ძალიან კარგია, რადგანაც სააკაშვილს ძალიან დიდი კავშირები აქვს საზღვარგარეთ. მაგრამ ეს თუ ასე მნიშვნელოვანია, რად გვინდა უკრაინის კანონის თავზე გადატეხვა და მისი კანონმდებლობის უარყოფით დანიშვნა, მისი დანიშვნა ჩვენი საერთაშორისო ხელშეკრულებების უარყოფით, საერთშორისო კონვენციის უარყოფით, რომლის რატიფიცირება ჩვენ მოვახდინეთ, მისი დანიშვნა სწორემ ამ თანამდებობაზე. მოდით მოვძებნოთ, მოდით ვიმსჯელოთ, რატომ მაინც და მაინც ასე და არა სხვაგვარად?

 

ადამიანი იყო ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე. მას ეს აწყობდა, სტატუსი არ უშლიდა ხელს ყოფილიყო ოლქის გუბერნატორად. ეს უფრო დაბალი რანგის თანამდებობაა, ვიდრე მაგალითად სტრატეგიულ საკითხებში მრჩეველებისჯუფის ხელმძღვანელი. მოდით გულახდილი ვიყოთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა უფლება- მოსილებები ექნება ბატონ სააკაშვილს. როგორც გნებავთ ისე შეგიძლიათ ისე უწუდოთ თქვენს თანამდებობას. სხვა საკითხია, თუ სააკაშვილი ხედავს თავის თავს უკრაინელი ერის მომავალ ლიდერად. მაშინ ამის დაფარვა არ ღირს. და ნუ ვიძუნწებთ. ეს უნდა ალალად, ღიად ითქვას - მე მზად ვარ ავიღო ჩემს თავზე პასუხისმგებლობა. იმიტომ, რომ ის რაც მან გვითხრა პარლამენტის ფრაქციის სხდომაზე, სწორედ ეს იყო.

 

ის არის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი პრეზიდენტები არ არსებობენ. მის თავში აი ეს სოფტი სწორედ ასე მუშაობს. ის ლიდერია, ქარიზმატული, ენერგიული. იგი მუხტავს ადამიანებს, ატომური რეაქტორია - როგორ არ უწოდებენ მას. მაგრამ ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, ჩვენ ესეც უნდა გავითვალისწინოთ და გავყოთ. იმიტომ, რომ ჩვენ უკვე გვქონდა ასეთი მდინარე და ჩვენ მასში უკვე შევედით. იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი ასეთი ცოდნისა და გამოცდილების მარაგით, ასეთი ქარიზმით და თავის თავში პრეზიდენტობის ასეთი შეგრძნებით მოვა თანამდებობაზე, რომელიც არ შეესაბამება მის ხედვებს (და ეს მართლაც ვერ იქნება მისი ხედვების შესატყვისი, რადგანაც რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერი სამინისტროს გარეშე - ფაქტიურად მდივანი მცირე აპარატით - და ეს აშკარად ის არაა, რისი იმედიც აქვს სააკაშვილს), ეს იქნება დისპროპორცია და ეს მხოლოდ ავნებს საქმეს. ასე რომ, მე იმის მომხრე ვარ, რომ სააკაშვილმა იმუშაოს ხარისხიანად.


ვფიქრობ, თუ თუ მომხრეების ხმები ბევრი იქნება, ეს გამოიწვევს ურთიერთობების გაფუჭებას საქართველოსთან. ჩვენ ვნახეთ ეს, მე ვიტყოდი, ულტიმატური განცხადებები, თუმცაღა მათ აქვთ ამის უფლება. იმიტომ რომ, თუ ადრე ეს ყველაფერი იყო სასამართლოებში მხოლოდ საქმეების განხილვის სტადიაში და ისინი (სასამართლოები) გრძელდებოდა, ახლა უკვე არსებობს დასრულებული სასამართლო საქმეები და მათი განაჩენები ძალაშია შესული. ასე რომ, დღეის მდგომარეობით, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ის ურთიერთობები, რომლების არსებობს, აღმოჩნდება ჩამოკიდებულ მდგომარეობაში და ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ავუხსნათ შექმნილი მდგომარეობა ჩვენს პარტნიორებს - ისინი ჩვენი მტრები არ არიან.

 

თუ ჩვენ გვინდა, რომ პატივი სცენ ჩვენი სასამართლოების გადაწყვეტილებებს, თუ  გვინდა, რომ ჩვენ პატივისცემით მოგვექცნენ, საქართველოს ხელი  არ უნდა ავუქნიოთ - ისინი ჩვენი პარტნიორები არიან. და კიდევ ერთი რამ. არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთთან ბრძოლის ფაქტორი. როგორ აისახება ეს. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ გავამრავლოთ მტრები ჩვენი საზღვრებთან.  არ გვსურს ჩვენი მოწინააღმდეგეების გამრავლება. საქართველო არაა ჩვენი მოწინაღმდეგე, ქართველები ჩვენი მტრები არ არიან და ჩვენ ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. აქ მე მაკვირვებს ზოგიერთი ჩვენი ხალხის პოზიცია, რომლებიც მშვიდად ხუჭავენ თვალს ან ამბობენ „უფ, დიდი რამე ეს პატარა საქართველო“. ასე ლაპარაკი არ შეიძლება.

 

მე საერთოდ არ ვიცი, ვინ ურჩია ეს და არიან თუ არა ეს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუდი უკრაინის მეგობრები, რომლებმაც ასეთი სიტუაცია ურჩიეს. ეს ხომ ფაქტიური ცუგცვანგია. შეხედეთ, როგორ გამოიყურება ეს! რაც არ უნდა მოიმოქმედოს დღეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ის პატურ სიტუაციაშია. მაგალითად, წარმოადგენს ის კანდიდატურას განსახილველად  ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე და პარლამენტში კენჭისყრა ჩაიშლება, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ 70%-იც კი არა გვაქვს, რომლებიც იტყოდნენ „დიახმ ჩვენ გვინდა კენჭისყრა“.

 

თუ ის ზეწოლას შეეცდება და შეეცდება გადააფიქრებინოს და მაინც არ დაუჭერენ მხარს, როგორ დარტყმას მიაყენებს ეს პრეზიდენტ ზელენსკის (მე უკვე არარ მაინტერესებს სააკაშვილი) იმიჯსა და რეპუტაციას. არ წარადგენა და - ბატონი სააკაშვილი ქმნის ისეთ სურათს, თითქოსდა მთელი საზოგადოება, ყველა უცხოური მედია, მსოფლიო მედიის მთელი ყურადღება მიჯაჭვულია სწორედ სააკაშვილის პერსონაზე, რომელიც ჰა-ჰა და ახლა, მაგრამ ცუდ დეპუტატებს არ უნდათ მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას, იმიტომ რომ ისინი ოლიგარქების, როგორც ის ამბობს რაღაცფინანსური ჯგუფების ხელდასმული არიან  და მათ არ სურთ ცვლილებები.

 

ეს რა დაპირისპირებაა? ვის შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს, თუკი ის ნამდვილად პატრიოტია,და არ ისახავს მიზნად რაღაცა შორს მიმავალ გეგმებს თავის საქართველოში პარლამენტში მორიგი არჩევნების წინ?  მაპატიეთ, ეს მანიპულაციაა. ასე არ შეიძლება.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ