15:23 29.04.2020
"სააკაშვილი ფუნდამენტური პრობლემაა, იგი გასამართლებულია, მსჯავრდებულია"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"სააკაშვილი ფუნდამენტური პრობლემაა. იგი გასამართლებულია, მსჯავრდებულია, სასჯელი აქვს მისჯილი, მაგრამ გაქცეულია უკრაინაში და უკვე წლებია, მართლმსაჯულებას უტიფრად ემალება. 


პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო, რაც უკავშირდება სააკაშვილის საქართველოს ციხეში ყოფნისა და უკრაინაში მისი გავლენიანი მფარველების პოლიტიკური აქტივობის არსებითად შეზღუდვის პრობლემურობასაც, საქართველო ამ ძებნილი კრიმინალის ექსტრადირებას უკარაინისგან მკაცრად და თანმიმდევრულად  არ ითხოვს. 


ფუნდამენტური პრობლემა გამოიხატება არსებით კონფლიქტში: სამართლის უზენაესობა თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობა? 


რომაული პრინციპი: "Fiat iustitia et pereat mundus" - "აღსრულდეს სამართალი და თუნდაც დაიქცეს სამყარო", სააკაშვილის ფენომენთან არ მუშაობს. 


მეტიც: სააკაშვილი იმიტომაც გახდა ფენომენალური პრობლემა, რომ მის მიმართ სამართალი არასდროს არ მუშაობს. 


აქედან გამომდინარე, სანამ ეს ასე იქნება, ბუნებრივია, სააკაშვილი შექმნის ფუნდამენტურ საფრთხეს, რომ სამართალი ამ ფენომენისგან ვერ დაგვიცავს. 


რომაული სენტენციას ასეთი განვითარებაც შეიძლება ჰქონდეს: რადგან არ აღსრულდა სამართალი, ამიტომაც დაინგრა სამყარო!


საქართველოს მთავრობის ხისტი პოზიცია ზელენსკის ამ თავხედობის მიმართ, რასაკვირველია, შექმნილი ვითარების ადექვატურია, მაგრამ ბოლომდე თანმიმდევრული არ არის. 


მიუხედავად პოლიტიკური არამიზანშეწონილობისა, კონიუნქტურა გვერდზე უნდა გადაიდოს და საქართველომ მკაცრად მოითხოვოს ამ ძებნილი ბოროტმოქმედის ექსტრადირება! 


მეტიც: მე ვემხრობი პოზიციას, რომ სამართალდამცავი ოპერაცია ჩატარდეს ძებნილის დასაკავებლად თუნდაც უკარინის ტერიტორიაზე. 


საკუთარ ავაზაკს ჩვენვე უნდა მივხედოთ - ეს იქნება უკრაინის მიმართაც მეგობრული ნაბიჯი!"- წერს ის.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge