დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"იმედი მაქვს, იმ სოლიდარობის გათვალისწინებით, რაც გამოვიჩინეთ, კონგრესი და მედია უკეთესად გაიაზრებს ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელობას" 29.04.2020 15:46

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს სამედიცინო დახმარებასთან ერთად წერილი გაუგზავნა, სადაც თურქეთის ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ კონგრესი უკეთესად გაიაზრებს ამერიკულ-თურქული ურთიერთობების მნიშვნელობას.

 

„იმედი მაქვს, რომ მომავალში, იმ სოლიდარობის სულისკვეთების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ გამოვიჩინეთ, კონგრესი და აშშ-ის მედია უკეთესად გაიაზრებს ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობას“,-წერია ერდოღანის მიერ გაგზავნილ წერილში.

 

თურქეთის ლიდერი, ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნები განაგრძობენ „ერთობლივ ბრძოლას საერთო პრობლემების წინაშე“.

 

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ, ურთიერთობა აშშ-სა და თურქეთს შორის არაერთხელ დაიძაბა. გაურკვევლობა სირიის საკითხს უკავშირდებოდა. კერძოდ, თურქეთი სეპარატისტული საფრთხის გამო, მისი სასაზღვრე ტერიტორიის ქურთი მებრძოლებისგან გაწმენდას ცდილობდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ძალები, აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირეს წარმოადგენდა რეგიონში. ამასთან, დაძაბულობას იწვევდა თურქეთის მიერ რუსული შეირაღების შეძენაც.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ