დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია" 29.04.2020 16:35

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია ჰქონდათ.

 

„ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი მკაფიო პოზიცია სააკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, გვქონდა ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჩვენ კოლეგებთან მეგობრებთან, უკრაინის ხელისუფლებიდან და კარგია, რომ პირველი ინფორმაცია, რომელიც წამოვიდა სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით არის დადებითი, ვგულისხმობთ იმ განცხადებებს, რომლებიც გააკეთეს მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც აცხადებს, რომ ის სავარაუდოდ, არ დაუჭერს მხარს სააკაშვილის დანიშვნას. ასევე იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიცე-პრემიერად ის უკვე აღარ განიხილება. თუმცა, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა, ეს აღიქმება ბუნებრივია, როგორც არამეგობრული ნაბიჯი და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აქამდე არ მივა საქმე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ