დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ახალი კანონპროექტი უზრუნველყოფს, რომ ინფლაციამ პენსიის მოცულობაზე გავლენა ვერ მოახდინოს 29.04.2020 20:43

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში პარლამენტში პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყება. მისივე თქმით, ახალი კანონპროექტი უზრუნველყოფს, რომ ინფლაციამ პენსიის მოცულობაზე გავლენა ვერ მოახდინოს.

 

„მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა ძალაში ვტოვებთ დანაპირებს, რომ პენსია 30 ლარით გაიზრდება პირველი ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის და იქნება 250 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად იგრძნობა უკვე ბიუჯეტში დანაკლისები და ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ აღნიშნული 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე ჩადებული გვქონდა, როცა ის დავამტკიცეთ და დანაპირები ძალაში რჩება. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში პარლამენტში დაიწყება კანონპროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს პენსიების ზრდას მომავალი წლის პირველი იანვრიდან და ინდექსაციას. ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის პენსია გაიზრდება ინფლაციის მაჩვენებლით, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ასევე დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასების ზრდა გავლენას ვერ მოახდენს პენსიის რეალურ მოცულობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქაც არის ჩადებული გარკვეული მოცულობები, არანაკლებ 20 ლარისა და არანაკლებ 25 ლარისა ზრდის კუთხით“, - განაცხადა კოვზანაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ