დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"მარკეტებში დაგვიკიდონ პატარა ყუთები, ბევრი თანხა მოგროვდება საიმისოდ, ვიღაცას რომ დააკლდეს და მოლარემ დაუმატოს ჩვენ სახელზე" 30.04.2020 12:42

მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს:

 

"ეხლა ერთ რამეს მოგიყვებით, იქნებ მოგეწონოთ იდეა და თქვენც აიტაცოთ... ამ კარანტინის პერიოდში და ალბათ მერეც გავაგრძელებ...


სანამ ტაქსებით მგზავრობა შეიძლებოდა, სადღაც წავედი.. განვიხილეთ მსოფლიო  გლობალური პრობლემების მოგვარების გზები  მე და მძღოლმა, ფაქტუალურად და მანუალურად გადავჭერით  ))))))), უკვე ცოტა ხალხი იყო ქუჩაში,  მუშაობა ცუდი ჰქონდათ.. კი არ უწუწუნია, მეც ვხედავდი და ყველაც... ჰოდა რომ მიმიყვანა -მომიყვანა, გავუწოდე 10-ლარიანი... იმან კიდევ, სადაც ჩემი აზრით მინიმუმ, 8 ლარი უნდა აეღო (ნუ, ასეთ მარშრუტზე,  7 -ს ქალაქელი ჯიგარსონა ტაქსიტები მართმევენ, ხოლმე ჩვენ თბილისურ-სეპარატისტულ სლენგზე ქართულ-სომხურ-ქურთულ ენაზე რომ დავილაპარაკებთ, მერე ), გამომართვა მხოლოდ 5 ლარი და რაღაც მეც მომინდა მესიამოვნებინა... ხომ იცით , ეს ჩვენი მამა-პაპაური ქართული  ჩამერთო "დაეშ დვა" (ღვინოს რომ უგზავნიან ფილმში)))))) "პრიშლიუტ ჩეტირე!")))), აუ, მეთქი- დაიტოვე ეს 5ლარიც, რადგან ასეთი კარგი კაცი ხარმეთქი და არაო.. წავიდა გამიშვი-გამატარე და უცებ გამეხსნა გონება!... ევრიკა!... მეთქი,  შენ რა გინდა, სხვა მგზავრისთვის ვტოვებ, ვისაც შეატყობ რომ ფული არ ყოფნის ან რამე , ან არ აქვს და გთხოვს წაყვანასმეთქი და ეგეთები ისედაც დამყავსო, -მომიჯოკრა- მით უმეტეს ეხლაო ))))(გრამატიკულად  "ახლა" უნდა ))) ვაიმეე , აი, ძალიან საყვარელი კაცი იყო )))))).. ბოლო-ბოლო მე მოვერიე , უკან  "სიდენიაზე " ჩავუგდე და გამოვიქეცი, ერთიც ჩემ სახელზე წაიყვანემეთქი.. ))) მერე მომეწონა ჩემი იდეა... ჰოდა, ასე შეიძლება , ხანდახან, ზედმეტი რომ გაქვს ადამიანს, НЗ -ზე (ნზ ჩაგუგლეთ) დატოვება სხვებისთვის .. მარკეტებშიც რომ დაგვიკიდონ პატარა ყუთები... საკმაოდ ბევრი მოგროვდება ხოლმე საიმისოდ, ვიღაცას რომ დააკლდეს და მოლარემ დაუმატოს ჩვენ სახელზე...

არა ?.. გინდაც აფთიაქებში... 

მფლობელებო , თქვენ დაგენაცვლეთ, დაგვიდგით ყულაბები რა ... 

ერთად გავიმარჯვებთ , ყველაფერი კარგად იქნება .."- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ