დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"პოლიტიკური პროგნოზი მტკიცების გარეშე" - ლევან შენგელია 30.04.2020 13:35

ლევან შენგელია სოციალურ ქსელში წერს:

 

"პოლიტიკური პროგნოზი მტკიცების გარეშე

––––––

1.აშშ ჩინეთს ადანაშაულებს კორონა ვირუსის პანდემიაში.

2.აშშ–ს მხარი აუბა ევროპის რამდენიმე წამყვანმა ქვეყანამ.

3.ჩინეთს ფრთხილად მხარი დაუჭირა რუსეთმა და სინანული გამოთქვა ამ ბრალდების გამო, თუმცა თავისი ვერსია არ გამოუთქვმს.

4.ჩინეთი თავს იცავს ბრალდებისგან.

5. ამ საკითხში, ისევე როგორც მრავალ სხვა საკითხში, რუსეთი და ჩინეთი ერთად პოზიციონირებენ და ავლენენ ზომიერად (ჯერჯერობით) ანტიდასავლურ განწყობებს.

6. დასავლეთის (პირველ რიგში ამერიკის) ინტერესებშია (უნდა იყოს) ამ ტანდემის დაშლა.

7.დასავლური ქვეყნების ზეწოლა ამ ტანდემის ერთერთ წევრზე, ანუ ჩინეთზე, სულ უფრო ძლიერდება.

8. ჩინეთს გაუჭირდება ამ ზეწოლისგან თავის დაძვრენა – რისი დასტურიც არის ის, რომ რუსეთს მოუწია ჩინეთის დაცვა (ჯერჯერობით არცთუ დიდი ენთუზიაზმით).

9. zig!  არსებობს ობიექტური საფუძველი, მტკიცებულებები და ინფორმაციები იმისათვის, რომ კოვიდ19–ის პანდემიის მიზეზებზე ლაპარაკისას ვიფიქროთ რუსულ კვალზეც.

10. "რუსულ ვარიანტისგან" დასავლეთი ჯერჯერობით თავს იკავებს.

11.zig! ჩემი პროგნოზით, თუ ჩინეთზე ზეწოლამ საჭირო ნიშნულს მიაღწია, ჩინეთი იძულებული გახდება ბრალდების ისრები რუსეთზე გადაიტანოს!

12. რუსეთის და ჩინეთის დაპირიპირება ძალიან არახელსაყრელია ამ ქვეყნებისთვის, მაგრამ სტრატეგიულად გარდუვალია და ეს ორივეს ესმის.

13. დასავლეთი, რომელიც ჩინეთისა და რუსეთისადმი დამოკიდებულებაში ჰანთინგტონის პარადიგმით მოქმედებს (რაც შეცდომააა, ჩემი აზრით), იძულებული გახდება ბრალდების აქცენტები გადაალაგოს.

14. ამავდროულად, ტრამპი  შეეცდება, აშშ–ში არჩევნებამდე რუსეთი, როგორც მის პრეზიდენტობაში დაინტერესებული – შეინარჩუნოს.

––

საინტერესო ამბები წინ არის"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ