დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„ორმაგი ფიასკო: ვლადიმერ ზელენსკიმ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ისტორიით, საკუთარ თავს ესროლა“ 30.04.2020 13:56

რუსულ გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეც“-ში («Московский комсомолец») გამოქვეყნებულია სტატია, რომლის სათაურია „ორმაგი ფიასკო: ვლადიმერ ზელენსკიმ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ისტორიით,  საკუთარ თავს ესროლა“ (ავტორი - მიხეილ როსტოვსკი).


„გაითვალისწინა თუ არა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, თუ რა მოჰყვებოდა მიხეილ სააკაშვილისათვის შეთავაზებულ წინადადებას ქვეყნის მთავრობაში ვიცე-პრემიერად დანიშვნის თაობაზე? როგორც ჩანს, ყველაზე დიდი სულელური და სამარცხვინო ფაქტი, რაც მას შეეძლო ჩაედინა, სწორედ ეს იყო - ჯერ შესთავაზა, შემდეგ კი საკითხი დაამუხრუჭა“, - წერს ავტორი. „ის, რაც კიევში მოხდა ამ უჭკუო შეთავაზების შემდეგ, სკანდალურ ჯაჭვს მოგვაგონებს: მიხეილ სააკაშვილმა ყველას გაანდო კონფიდენციალური განზრახვა, ატყდა მითქმა-მოთქმა, საბოლოოდ კი ვერხოვნა რადას სპიკერმა და პრეზიდენტის პარტიის წევრების უმეტესობამ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს და მისი თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი დღის წესრიგშიც კი არ შეიტანეს.


„ყოველი ადამიანი, რომელიც სერიოზულად არის დაკავებული პოლიტიკით, ინსტინქტის დონეზე მაინც აცნობიერებს ერთ ჭეშმარიტებას: თუ რაღაც მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება გინდა, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდე და მერე შედეგები გაისიგრძეგანო. მიხეილ სააკაშვილტან დაკავშირებული შემთხვევა აჩვენებს, რომ ვლადიმერ ზელენსკის პოლიტიკური მენეჯმენტის ეს ძირითადი პრინციპი არ ესმის ან, უკეთეს შემთხვევაში - გაუგია, მაგრამ მისი გაცნობიერება არ სურს. განა არ შეიძლებოდა მას წინასწარ გაეთვალა, როგორი უკმაყოფილება მოჰყვებოდა მიხეილ სააკაშვილისადმი ვიცე-პრემიერობის შეთავაზებას როგორც კიევში, ასევე თბილისში და მოსკოვშიც?


უკრაინის პრეზიდენტი პოლიტიკური ინტრიგანია, რომელმაც კარგად აითვისა ადამიანისათვის სარმის გამოდება და მიცემული სიტყვის ღალატი. მიხეილ სააკაშვილმა ხომ ფიასკო განიცადა, მაგრამ იგივე ფიასკო ვლადიმერ ზელენსკისაც ელოდება: საქართველოს ექს-პრეზიდენტის დანიშვნასთან დაკავშირებული ისტორია უკრაინის ლიდერისათვის მოულოდნელი პოლიტიკური გამოცდა გამოდგა, რომელშიც, რომელი მხარიდანაც არ უნდა შეხედო, ჯერ-ჯერობით უიმედოდ იჭრება“, - აღნიშნულია სტატიის დასასრულს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

www.mk.ru/politics/2020/04/29/zelenskiy-vystrelil-sebe-v-nogu-istoriey-s-saakashvili.html

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ