დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"უკრაინის რადა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნას დღეს აღარ განიხილავს" - ურაინელი დეპუტატი 30.04.2020 14:56

დღეს უკრაინის რადა არ განიხილავს არანაირ საკადრო საკითხს, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას ვიცე პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ამის შესახებ „უკრაინა 24“-ის ეთერში, პარტია „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელმა ევგენია კრავჩუკმა განაცხადა. ინფორმაციას „უკრინფორმი“ ავრცელებს.

 

„დღეს არანაირ საკადრო საკითხს არ განვიხილავთ, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე. ნამდვილად ხმების საკმარისი რაოდენობა არ არის მის კანდიდატურაზე“,-აღნიშნა კრავჩუკმა.

 

მისივე თქმით, სააკაშვილმა, დამატებითი კონსულტაციები გაიარა სხვა პოლიტიკურ ძალებთან. „ეს პოლიტიკაა, ეს დემოკრატიაა და ასეთია რადას გადაწყვეტილება“,-დასძინა კრავჩუკმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ