დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ქართულ ეკონომიკაში, 2020 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, ზრდა დაფიქსირდა - უცხოური პრესა 01.05.2020 11:28

დღევანდელ, პირველი მაისის უცხოურ მასმედიაში საქართველოს შესახებ გავრცელებულ მასალებში ყურადღება ექცევა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ სიტუაციას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში. ასე მაგალითად, ბრიტანული „როიტერი“ («Reuters») ავრცელებს მასალას სათაურით „ქართულ ეკონომიკაში, 2020 წლის პირველი კვარტლის მიხედვით, ზრდა დაფიქსირდა“, რომელშიც აღნიშნულია:


„საქართველოს ეკონომიკამ 2020 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, 1,5%-ით გაიზარდა, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ თუ კონკრეტულად მარტის თვის შარშანდელ და წლევანდელ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ერთმანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რომ წლევანდელი მარტის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) შარშაშდელზე 2,7%-ითაა შემცირებული. ამ კლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური როლი კორონავირუსმა შეასრულა, რადგან მარტში ქვეყნის ეკონომიკა თითქმის გაჩერდა“.


ამასთან, როგორც „როიტერი“ შენიშნავს, „ამ სიტუაციაშიც კი ზრდა დაფიქსირდა მშენებლობისა და კავშირგაბმულობის სფეროში - მაშინ როცა სხვა დარგებში კრიზისია“.


მასალაში ნათქვამია, რომ პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოში ეკონომიკის მოცულობა 4%-ით შემცირდება.


პუბლიკაციაში ასევე მიმოხილულია უცხოური საფინანსო ინსტიტუტების მიერ საქართველოსათვის გათვალისწინებული დახმარების პროექტები: მსოფლიო ბანკმა 30 აპრილს განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლისა და მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების მიზნით ქვეყანას დამატებით 80 მილიონ დოლარს გამოუყოფს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდი - ასევე დამატებით - 200 მილიონ დოლარს.


წყარო: https://www.reuters.com/article/us-georgia-economy/georgian-economy-grows-at-annual-1-5-rate-in-first-quarter-idUSKBN22C2TP

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ