დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

რეჯეფ ერდოღანი: TANAP-ი - მეგობრობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის სიმბოლო საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში 01.05.2020 11:35

 

კიდევ ერთი მასალა ეკონომიკურ თემატიკაზე:


თურქული მასმედია ფართოდ აშუქებს პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის სტატიას სათაურით „TANAP“: მშვიდობისა და რეგიონული განვითარების პროექტი“, რომელიც საქართველოს ინგლისურენოვან ჟურნალ „დიპლომატში“ გამოქვეყნდა. პუბლიკაციაში თურქი ლიდერი ეხება ტრანსანატოლიის საექსპორტო გაზსადენის (TANAP) მნიშვნელობას როგორც კავკასიის რეგიონისათვის, ასევე ევროპისათვის. მასში გადმოცემულია გაზსადენის მშენებლობის ისტორია, მიმოხილულია სამართლებრივი დოკუმენტები, ასახულია ტექნიკური მონაცემები. სტატიაში ასევე ფართოდააა დახასიათებული სამხრეთკავკასიური ენერგეტიკული პროექტები - ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, გაზსადენი - ბაქო-თბილისი-ერზერუმი.


სტატიის შესახებ თურქულმა სააგენტომ “ანადოლუ“-მ Anadolu Ajansı») გაავრცელა სარედაქციო რეცენზია „რეჯეფ ერდოღანი: TANAP-ი - მეგობრობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის სიმბოლო საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში“ (ავტორი - ანდაჩ ჰონგური, ანალიტიკოსი). მასში, კერძოდ, ნათქვამია: „თურქეთის პრეზიდენტი თავის სტატიაში ძალზე პოზიტიურად აფასებს თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობას კასპიის ზღვის ენერგორესურსების ათვისებასა და მისი ევროპაში ექსპორტის სფეროში. რეჯეფ ერდორანი განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს თურქეთ-საქართველოს ურთიერთობაზე: „დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ რა დიდი ბრძოლები მიდის ენერგეტიკული რესურსებისათვის. ამ ფაქტორმა გავლენა მოახდინა იმ რეგიონზეც, რომელშიც თურქეთი და საქართველო მდებარეობენ. მართალია, ჩვენი ქვეყნები არ არიან ნავთობ-გაზით მდიდრები, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია საკუთარი [სატრანზიტო] შესაძლებლობები ვაჩვენოთ. ამ მხრივ TANAP-ი თვალსაჩინოდ ადასტურებს, რომ ენერგოპროექტი ხელს უწყობს კონფლიქტურ რეგიონში მეგობრობის, თანამშრომლობისა და მშვიდობის განმტკიცებას“, - წერს რეჯეფ ერდოღანი.


პრეზიდენტი რეჯეფ ერდორანი სტატიის დასასრულს ხაზს უსვამს: „დღეს TANAP-ი ჩვენთვის აბრეშუმის დიდ გზას წარმოადგენს. თურქეთი და საქართველო დღემდე საიმედო ხიდის როლს ასრულებდნენ რესურსების მფლობელ და მის მომხმარებელ ქვეყნებს შორის და მომავალშიც ასე იქნება“


წყარო:https://www.aa.com.tr/tr/turkiye/cumhurbaskani-erdogan-tanap-ulkelerimiz-arasindaki-koklu-dostlugun-bir-semboludur/1824495

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ