დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"საღამო ჯერ არ დამდგარა“: მიხეილ სააკაშვილი, საუკეთესო შემთხვევაში, უპორტფელო მინისტრად დარჩება 01.05.2020 11:44

უცხოურ მასმედიაში კვლავ გრძელდება პუბლიკაციების გამოქვეყნება, რომლებიც უკრაინაში საქართველოს ექს-პრეზიდენტის კარიერულ ოდისეას ეხება. მათში გადმოცემულია როგორც ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური პერსპექტივა უკრაინის პოლიტიკურ არენაზე, ასევე საქართველოს ხელისუფლების ნეგატიური რეაქცია, რომელიც უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე ქართული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო დანიშვნამ გამოიწვია.


აზერბაიჯანის გაზეთ „კასპიი“-ში («Каспий») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საღამო ჯერ არ დამდგარა“: მიხეილ სააკაშვილი, საუკეთესო შემთხვევაში, უპორტფელო მინისტრად დარჩება“ (ავტორი - სალეჰ ბაიათი). პრინციპში, მართლაც ასე მოხდა: გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკრაინის პარლამენტში არ განხილულა, ექს-პრეზიდენტს სხვა თანამდებობაზე დანიშვნას უპირებენ.


წყარო: http://www.kaspiy.az/news.php?id=124853#.XquLJxt7nIU

---------------

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ