საქართველოს ყოფილი ლიდერის კარიერულ საკითხს, რომელიც უკრაინულ, რუსულ და დასავლურ მასმედიაში აქტიურად შუქდება, ბოლო დროს ყურადღება ბელარუსულმა პრესამაც მიაქცია. ასე მაგალითად, ყოველკვირეულმა „ბელგაზეტა“-მ («БелГазета») დაბეჭდა ვრცელი სტატია სათაურით „მიხოს დაბრუნება: რეფორმების ბულდოზერი თუ ტროას ცხენი?“ (ავტორი - დენის ლავნიკევიჩი).
პუბლიკაციაში განხილულია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პორტრეტი და კარიერული სწრაფვა. პუბლიკაცია რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი, თავისი ქვესათაურებით: „შეპოვარი და მიმწოლი“ (ამ ნაწილში აქცენტი გადატანილია მიხეილ სააკაშვილის „შეუპოვარ“ ხასიათზე, რომლითაც ვლადიმერ ზელენსკი ისარგებლებს), „არასტანდარტული პოლიტიკოსის ისტორია“ (გადმოცემულია მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიის უკრაინული პერიოდი: კიევში სწავლა, ნაცნობობა პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოსთან, პეტრე პოროშენკოსთან, ურთიერთობა ყოფილ თანაკურსელებთან, ოლიგარქებთან...), „კაცს ციხე ელოდება, მას კი თანამდებობაზე ნიშნავენ - საქართველოს წყინს...“ (მიმოხილულია საქართველოში პრეზიდენტობის დროს ჩადენილი დანაშაულებები) და ბოლოს - „ხვალინდელი დღე“ (რა ელოდება სამომავლოდ მიხეილ სააკაშვილს? თუ იგი ვიცე-პრემიერად არ დაინიშნება, მას სხვა ადგილს აუცილებლად გამოუძებნიან, ვთქვათ, რეფორმების ეროვნულ საბჭოში).
წყარო: http://www.belgazeta.by/ru/1241/society/40664
მოამზადა - სიმონ კილაძემ
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge