სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
"ახალი ზელანდია რომ კავკასიაში მდებარეობდეს...
"ბი-ბი-სი" ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრს ჯასინდა არდნერს აქებს: ნახეთ, ხალხო, რა ქნა - ხუთმილიონიან ქვეყანაში მხოლოდ 1476 დაავადებული და 19 გარდაცვლილი ჰყავს, ეს რა მაგარი ქალი ყოფილაო.
ჰმ...
ვინც იცის, თუ სად მდებარეობს ახალი ზელანდია (შორეთს იქითა შორეთში, წყნარი ოკეანეში, სადღაც ანტარქტიდასთან), მიხვდება, თუ რა დაემართებოდა ამ კუნძულოვან ქვეყანას, ირანის, რუსეთისა და თურქეთის მეზობელი რომ ყოფილიყო, თან სახმელეთო საზღვრებით...
მოკლედ, ზომასაც აქვს მნიშვნელობა და იმასაც, თუ სად მდებარეობ..."
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge