დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

პანდემიამ მსოფლიოში ენერგორესურსებზე მოთხოვნა მკვეთრად შეამცირა და 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც კი გადააჭარბა 01.05.2020 22:30

წლის ბოლომდე მსოფლიოში ენერგორესურსებზე მოთხოვნა 6%-ით შემცირდება. ამ ინფორმაციას ენერგორესურსების საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში ენერგორესურსებზე მოთხოვნა მკვეთრად შეამცირა და მასშტაბებით 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც კი გადააჭარბა. 

 

„ეს მსოფლიოს ენერგორესურსებისთვის ისტორიული მომენტია და მსგავსი ვარდნა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ მომხდარა. კორონავირუსს გამო მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვნა შემცირდა ყველა სახის ენერგორესურსზე, მათ შორის განსაკუთრებით საწვავსა და ბუნებრივ აირზე“,- აცხადებს ენერგორესურსების საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი ფატიჰ ბიროლი. აღსანიშნავია, რომ ამავდროულად, ენერორესურსებზე მოთხოვნისა და მოხმარების შემცირების შედეგად მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფა 8%-ით შემცირდა. მეცნიერების მტკიცებით, მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით გარემოში 2.6 გიგატონით ნაკლები ნახშირორჟანგი გამოიყოფა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ