დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

L'Opinion-ის შეფასებით, საქართველო წარმატებული ქვეყნების სამეულში შედის, შვეიცარიასა და სინგაპურთან ერთად 02.05.2020 20:46

გასულ წელს, გაუმჯობესებული საერთაშორისო სარეიტინგო მაჩვენებლები, დღეს ქვეყნისათვის თავისებურ ჰანდიკაპადაც შეიძლება იქცეს. გლობალური კრიზისები, განსაკუთრებით, განვითარებადი ქვეყნებისათვის, ხშირად აჩენენ კარგ შესაძლებლობებს პოსკრიზულ პერიოდებში ეკონომიკის ტრანსფორმაციისათვის. მოთხოვნის და მიწოდების შოკების გავლენამ გლობალურ ეკონომიკაზე, შეცვალა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და ინვესტორების დაფინანსების სტრატეგიაც და დღის წესრიგიც. დღეს როგორც სავალუტო ფონდი, ისე იბიარდი და მსოფლიო ბანკი, მხარს უჭერენ ქვეყნების ძალისხმევას შიდა მოთხოვნის საკუთარი რესურსებით დასაკმაყოფილებლად, რასაც ემატება იაპონიის და სამხრეთ კორეიული სამრეწველო კომპანიების საწარმოო სიმძლავრეების გადმოტანის დაწყება ჩინეთიდან. ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრადობა, არაერთხელ იყო აღნიშნული სსფ-ის თუ მსოფლიო ბანკის გასული 2019 წლის მოხსენებებში, წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების გაუმჯობესებულ საკრედიტო რეიტინგებში თუ სხვა ბიზნესის თავისუფლების შეფასების რეიტინგებში. ასეთ სიტუაციაში, თუნდაც გასულ წელს, გაუმჯობესებული საერთაშორისო სარეიტინგო მაჩვენებლები, დღეს ქვეყნისათის თავისებურ ჰანდიკაპადაც შეიძლება იქცეს. ამიტომაც აქვს უცხოურ პერიოდიკაში საქართველოზე გასულ პოზიტიურ მასალებს დიდი მნიშვნელობა, პირველ რიგში ინვესტორებისათვის.

 

ევროპარლამენტარ ქეროლ კარსკის საქართველოს მხარდამჭერი სტატიის შემდეგ, რომელიც მან საქართვეულოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებს და ამ მიმარეთულებით ქვეყნის მზაობას მიუძღვნა, არანაკლებ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა ფრანგულ L'Opinion-ში, სადაც ევროკავშირის ქვეყნების  უმრავლესობასთან შედარებით, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და "ქართული ოცნების" მართველობის პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს და ვირუსულ პანდემიასთან ეფექტურ მენეჯმენტსაც ესმება ხაზი. საქართველო კი, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მიმდინარე პანდემიის "პანიკის" და ჯანდაცვის სფეროს ჩავარდნის ფონზე, გამოცემის შეფასებით, სულაც წარმატებული ქვეყნების სამეულში შედის, შვეიცარიასთან და სინგაპურთან ერთად. ეს უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარებაც, რომელიც 4 მილიარდამდეც კი შეიძლება გაიზარდოს, არის მიმდინარე რეფორმების აღიარებაც და ამავდროულად შანსიც ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და ეკონომიკის დივერსიფიკაციისათვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, 200 მილონი აშშ დოლარის გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერაც ამის დადასტურებას წარმოადგენს”, მოძველებული და გაცვეთილი ოპოზიციური ნარატივიც წარუმატებელ რეფორმებზე თუ პანდემიის პირობებში მთავრობის არაეფექტურ კრიზისს მენეჯმენტზე, უბრალოდ სასაცილო ხდება!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ