დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„ეს დაანონსებული მავნებლური პროგრამები გადაარჩენს არა ბიზნესებს, არამედ, ისედაც ხელისუფლებისგან ლობირებულ, "პატრონიან" და საბანკო სექტორის არაპროფილურ ბიზნესებს“ 03.05.2020 15:37

- როგორ წარმოგიდგენია - რა უნდა გაკეთდეს ეკონომიკის გადარჩენისთვისო, - მომწერა მეგობარმა.

- მკაცრი ვიქნები და შესაძლოა, რასაც დავწერ ბევრს არ მოეწონოს, - ვუპასუხე. მთავარი კი ის არის, რომ ბიზნესს არავის დახმარება არ დასჭირდება, თუკი ქვეყანაში ფუნდამენტალური საკითხები მოგვარდება. ამ ცალფეხზე მდგომ, ლერწამივით მერყევ ქვეყნის ეკონომიკას ვერაფერს უშველის ხელისუფლების მიერ წარდგენილ- ანონსირებული "საპროცენტო განაკვეთების გარანტიების" მავნებლური(!!!) პროგრამები.

 

ეს რეკლამირებული მავნებლური(!) პროგრამები, რომლებიც ახდენენ საბანკო კრედიტის ნაწილის გადახდას სახელმწიფოს მიერ, მიმართულია არა ბიზნესების მხარდაჭერისკენ არამედ:

 

1. ისევ და ისევ საბანკო სისტემის, რომელიც არც დღეს - კორონოკრიზისი პირობებში არ იზიარებს თანაბარ სოციალურ პასუხისმგებლობას და ისევ რჩება "ჩაუძირავ კრეისერად", რომელსაც რყევა არ უნდა შეეხოს, თუნდაც ქვეყანა დაიქცეს! ეს ბიზნესს კი არა ბანკს უზღვევს კრიზისის და ძნელად საპროგნოზო სიტუაციისას საეჭვო და პრობლემური კრედიტებით გამოწვეულ რისკებს!

2. ეს დაანონსებული მავნებლური(!) პროგრამები გადაარჩენს, არა ბიზნესებს, არამედ ისედაც ხელისუფლებისგან ლობირებულ, "პატრონიან" და საბანკო სექტორის არაპროფილურ ბიზნესებს, მაშინ როცა უმეტესობა, ბაზარზე ლობირების და "ზემოთ პატრონის" გარეშე მოქმედი ბიზნესებისა დარჩება ყოველგვარი დახმარების გარეშე და ლობირებულ და საბაკო ბიზნესსტუქტურებთან არათანაბარ კონკურენტულ სიტუაციაში! ეს კიდევ ერთხელ არევს ბაზარს და გაყრის მისგან ბევრ მცირე და საშუალო მეწარმეებს!

თუკი ხელისუფლება ბიზნესის ხელშეწყობაზე ფიქრობს, მაშინ უნდა იმუშაოს ისეთი მექანიზმების შესამუშავებლად, რომელიც დაეხმარება დიდსაც და პატარასაც, პატრონიანს და უპატრონოსაც, ლობირებულს და არალობირებულსაც... ასეთია თუნდაც, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება! ის შეეხება ყველას და არა მხოლოდ ლობირებულ ბიზნესებს!

2. თუკი ხელისუფლებას რეალურად ბიზნესის ხელშეწყობა სჭირდება, აუკრძალონ ბანკებს და ბანკებთან აფილირებულ პერსონებს არაპროფილურ საწარმოთა აქტივების ფლობა და გაჩნდება თავისუფალი და იაფი საკრედიტო რესურსი და კონკურენტული გარემო ყველა ბიზნესისთვის!


3. სწორედ აქ დგება ხელისუფლების მიღებულ გადაწყვეტილებათა გამჭვირვალობის ანუ "წესიერების" (Mikheil Jibuti) საკითხი!

4. მთავრობის "წესიერების" საკითხი თავისთავად გულისხმობს - თავისუფალი ბაზარს - ანუ ბიზნესის მომხიბლველ დარგებში კონკურენციის დაშვებას. რა ხდება დღეს?! ბიზნესის მაღალრენტაბელური და მომხიბლველი მიმართულებები, მათ შორის "სატენდერო ბიზნესები" (ძირითადად ინფრასტუქურული), ერთმნიშვნელოვნად თავმოყრილია ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ხელში.

5. მიწის ბაზრის ჩამოყალიბება, რომელთანაც კავშირშია მინიციპალური საკუთრების ჩამოყალიბება და მინიციპალიტეტებისთვის საკუთარი შემოსავლის წყაროს გაჩენა;

6. მიწის ბაზრის ჩამოყალიბების პროცესში უნდა მოხდეს მისიწ სფონდის გადაცემა ადგილობრივი თემებისთვის; თემმა უნდა განსაზღვროს მიწის საკითხი; მან უნდა თქვას საძოვარი სჭირდება თუ სახნავ-სათესი! დღეს ეს საკითხები თბილისიდან წყდება ჩემს მშობლიურ ხობში, ახმეტაში თუ მაღალმთიან მესტიაში, თითქოს თბილისში "სოფლელებზე" უფრო წესიერები ისხდნენ და უკეთ იცოდნენ რა მოთხოვნილება აქვს, თუნდაც, ჩემი სოფლის -ბულიწყუს თემს!

7. ხელისუფლებიდან ბევრის "პრუტუნი" მესმის ბიზნესის დაზიანებული სექტორების სუბსიდირებით გადარჩენაზე. მე კი ვამბობ, აუცილებელია, უარი ითქვას გაკოტრების წინაშე მდგომი დარგების სუბსიდირებაზე. ეს კანალიზაციის ჭაში ჩაყრილი ფულია. რამდენიც არ უნდა ჩაყარო, ყველას წაიღებს წყალი!

8. სუბსიდირების ნაცვლად უნდა დაიხვეწოს და ამოქმედდეს საწარმოთა გაკოტრების, როგორც ამ საწარმოთა დაგროვილი ვალებისგან განთავისუფლების მექანიზმი; უნდა შემოვიდეს კერძო პირთა გაკოტრების საკანონმდებლო ნორმები; ეს გაანთავისუფლებს ადამიანებს (რომელთაც ბოლო საცხოვრებელს ვერავინ წაართმევს) ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა მიერ დაქირავებული ყოფილი პოლიციელების თუ "ძველი ბიჭების" (ამათ ერთმანეთისგან ვეღარც გაარჩევ!) დევნისგან! ანუ სიბსიდირების ნაცვლად - გაკოტრება! (გახსოვდეთ! ის ვინც თავს გაკოტრებულად აცხადებს მისი ქონების ფარგლებში აგებს პასუხს კრედიტორთა წინაშე."

9.ქვეყანას სჭირდება რეფორმატორი ხელისუფლება! მე არ ვიცი და იქნებ მკითხველმა გამახსენოს, რეფორმირების და ქვეყნის მომავლისთვის თვალებში მგზნებარე ცეცხლანთებული ხელისუფლების წარმიმადგენელი.

10. ერთადერთი დარგი, ვისაც მაქსიმალური პრიორიტეტი საგადასახადო სუბსიდირება უნდა გაიცეს არის -"სასურსათო უსაფრთხოების" უზრუნველყოფის პროგრამა...

 

ეს ზომები მკაცრია, მაგრამ მართალი და სამართლიანი. მხოლოდ სამართლიანობა გადაარჩენს ბაზარს და ბიზნესს!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ