დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ირანში, ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე, მეჩეთები ორშაბათიდან გაიხსნება 03.05.2020 17:52

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე მეჩეთები ორშაბათიდან გაიხსნება. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სოციალური დისტანციის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კოლექტიური ლოცვა. პრეზიდენტის თქმით, ისლამი უსაფრთხოებას სავალდებულოდ მიიჩნევს, ხოლო მეჩეთებში ლოცვა მხოლოდ რეკომენდებულია. ირანში მეჩეთები ეპიდემიის გამო მარტიდან დაკეტილია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა კი აღნიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ირანში კორონავირუსით 47 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ბოლო 55 დღეში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. პრესსპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ დღეებშიც კლების ტენდენცია შენარჩუნდება.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ