დღე: 30

ღამე: 20

USD 2.7181

EUR 3.1875

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე რამდენიმე პირი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა 03.05.2020 19:50

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა. ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში სამი ადამიანი ფიგურირებს და ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ