დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„ვლადიმერ ზელენსკი ხელისუფლებას კარგავს?! რატომ აღარ დაინიშნა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად“ 04.05.2020 12:55

 

რუსეთში გამომავალ გაზეთ „მეტრო“-ში («Metro»), რომელიც შვედურ მედიაკომპანია Metro International-ს ეკუთვნის, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვლადიმერ ზელენსკი ხელისუფლებას კარგავს?! რატომ აღარ დაინიშნა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად“, რომელშიც სკანდალურად განვითარებული საქართველოს ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებული საკადრო საკითხია განხილული.


„მიშიკო, რა თქმა უნდა, ამ დღეებში უკრაინის მასმედიაში ყველაზე პოპულარულ პიროვნებად იქცა და მშბევრად გაპიარდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მან მაინც ძალიან მაგრად წააგო - უკვე მერამდენედ. ამასთანავე, არ არის გამორიცხული, რომ დაყვინთული სადღაც ამოყვინთავს - იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ტივტივებს და არ იძირება.


უფრო ღრმად თუ ჩავუკვირდებით მოვლენებს, ამ სკანდალური საკადრო საკითხის გამო მთავარი წაგებული მაინც პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი რჩება: ხმები დადის, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა პრეზიდენტს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობამ ურჩიაო. გასაგებია, რომ ფონდთან უმჯობესია კონფლიქტი არ გქონდეს, მით უმეტეს, ღარიბ-ღატაკი ქვეყნის პრეზიდენტი თუ ხარ. საბოლოო ჯამში ჩვენ ვნახეთ, რომ ვლადიმერ ზელენსკი უუნარო კაცია და მის ხელისუფლებას პატივს არავინ სცემს, მისი პარტიული ამხანაგებიც კი, რომლებიც მან საპარლამენტო არჩევნების დროს „პარავოზივით“ შეათრია ვერხოვნა რადაში: „ხალხის მსახურის“ დეპუტატები თავიანთ პატრონს ეურჩებიან და უარი განაცხადეს „რეფორმების ვიცე-პრემიერად“ მიხეილ სააკაშვილის დამტკიცებაზე“, - აღნიშნულია სტატიაში.


პუბლიკაციაში ერთმანეთს არის შედარებული საქართველოსა და უკრაინის რეალობა, მიმოხილულია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყანაში „გატარებული“ რეფორმები და განმარტებულია, თუ რა განსხვავება ორი ქვეყნის რეფორმირებას შორის:


„კაცმა რომ თქვას, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა თავის სამშობლოში „რაღაც წარმატებებს“ მართლაც მიაღწია. რა თქმა უნდა, ქართული ზედაფენა როგორც ადრე იპარავდა, ისევე აგრძელებდა სახელმწიფოს ჯიბეში ხელის ფათურს - მიხეილ სააკაშვილამდე, მისი მმართველობის დროსაც და მის შემდეგაც. რეალურად მიშიკოს მიერ გატარებული რეფორმები სხვა არა იყო რა, თუ არა დაბალ დონეზე ქურდებისა და კორუფციონერების დაჭერა.


მიხეილ სააკაშვილის „რეფორმების“ წარმატება უზრუნველყოფილი იყო ამერიკელი, გერმანელი, ებრაელი ემისრების აქტიური და ხანგრძლივი მონაწილეობით. იგივე ქვეყნებიდან  ინსტრუქტორები უკრაინაშიც საქმიანობდნენ - ვიქტორ იუშენკოს, ვიქტორ იანუკოვიჩის, პეტრო პოროშენკოს მმართველობის დროს, მაგრამ განსხვავება საქართველოსთან მიმართებით იცით რაში გამოიხატება? იმაში, რომ საქართველოში, შეიძლება ითქვას, სახელმწიფოსაგან მოსაპარი აღარფერი იყო და ამიტომ რეფორმების „გატარება“ იოლად გადაწყდა: ვისაც ჰქონდათ - ცალკეულ ადამიანებს, იმათი ქონების ჩამორთმევა-წართმევა და ექსპროპრიაცია დაიწყეს, უკრაინაში კი სახელმწიფოს ჯიბეში მოსაპარი ჯერ კიდევ ბევრი იყო (და არის). ამიტომაც რეფორმები ვერ ხორციელდებოდა“, - აღნიშნულია სტატიაში.


სტატიაში ვარაუდებია გამოთქმული, თუ ვის შეიძლება დაეყრდნოს ვლადიმერ ზელენსკი - საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თუ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს არსენ ავაქოვს. „ამ ორ კავკასიელს შორის მომხდარი ცნობილი ინციდენტის შემდეგ კავკასიურ ფოლკლორში ბევრი ანეკდოტი გაჩნდა თემაზე - „ვინ უფრო გადაარჩენს უკრაინას - ბაქოელი სომეხი არსენ ავაქოვი თუ თბილისელი სომეხი მიხეილ სააკაშვილი“. როცა სომხეთის რადიოს კითხვა დაუსვეს, რომელი უფრო გაართმევს თავს პრობლემებსო, რადიომ უპასუხა: „რატომ ავაქოვი ან სააკაშვილი? სომხები მოსკოვშიც არიან, რუსეთის გენშტაბშიო“. როგორც ჩანს, ვლადიმერ ზელენსკიმ ორი კავკასიელისაგან მაინც შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი აირჩია“, - ასეთი დასკვნაა გაკეთებული პუბლიკაციაში.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://www.metronews.ru/kolumnisty/reviews/vahtang-dzhanashiya-politolog-zelenskiy-teryaet-vlast-1668990/

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ